ჩაბარების ვადა:

31 იანვარი 2024, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20650 - ტენდერი სხვადასხვა ფიტინგების, ქუროების, გამტარადების და ა.შ. შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სხვადასხვა ფიტინგების, ქუროების, გამტარადების და ა.შ. შესყიდვის თაობაზე.

1.2 საქონლის აღწერა და რაოდენობა:

რაოდენობა და სპეციფიკაცია მითითებულია დანართში N1

შენიშვნა:

  • ყველა ფიტინგი შექმნილი უნდა იყოს სასმელ წყალში გამოყენების მიზნით.
  • ფიტინგების ნომინალური დიამეტრი და წნევა მკაცრად უნდა იყოს შერჩეული დანართი 1-ის მიხედვით.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

1.4 საქონლის მიწოდების დრო, ფორმა და ადგილი:

  • მიწოდების ადგილი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს (GWP) საწყობი თბილისში.
  • მიწოდების დრო: გთხოვთ, მიუთითოთ მიწოდების დრო დანართ 1-ში. ის არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს.

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ.

1.6 საგარანტიო პირობები:

პრეტენდენტი პასუხუსმგებლობას იღებს, რომ შემოთავაზებული საქონელი დამზადებულია საუკეთესო მასალისგან, მაღალი სტანდარტებით; სრულიად ახალი და გამოუყენებელია. ტენდერის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 24 (ოცდაოთხი) თვიანი საგარანტიო პირობა, რომლის ვადაც აითვლება საქონლის მიწოდების დღიდან.

1.7 გამოცდილების მოთხოვნა:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის საქონლის მიწოდების გამოცდილება და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი, ზედნადებები, მიღება-ჩაბარებების აქტები, და ა.შ

1.8 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც  გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • შემოთავაზებული საქონლის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები; ტექნიკური პასპორტები
  • ინფორმაცია მიწოდებასთან, გარანტიისა და გადახდის პირობებთან დაკავშირებით,
  • პრეტენდენტის სრული რეკვიზიტები: კომპანიის და საბანკო რეკვიზიტები.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც უნდა გაიცეს ამ ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა სატენდერო პირობებზე, რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი (წინამდებარე დოკუმენტი).

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
  • ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 იანვრის 12:00 -მდე.

1.10  ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანი(ებ)ასთან გაფორმდება ხელშეკრულება ამ ტენდერის პირობებისა და წარმოდგენილი ხელშეკრულების დრაფტების შესაბამისად.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან. 

1.11 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ამერიკულ დოლარში ან ევროში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროსტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 იანვარი, 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111(ext 1114); 595 25 74 58

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

ტენდერის კატეგორია:

  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები

დოკუმენტაცია

Annex 1 GWP General Terms and Conditions - ENG Annex 1 GWP General Terms and Conditions - ENG
Annex 2 GWP Code of Ethics and Conduct Anti-Corruption Policy UN Global Compact 28 07 2023 VERSION Annex 2 GWP Code of Ethics and Conduct Anti-Corruption Policy UN Global Compact 28 07 2023 VERSION
GWP Sales and Purchase Agreement No - draft for DAP-DAT-CIP-CIF-CPT-DDP GWP Sales and Purchase Agreement No - draft for DAP-DAT-CIP-CIF-CPT-DDP
GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები Version 2023 17 07 GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები Version 2023 17 07
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება Version 2023 28 07 GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება Version 2023 28 07
GWP საქონელი და მომსახურება ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული GWP საქონელი და მომსახურება ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
Instructions to Apply for E-Tender Instructions to Apply for E-Tender
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
Price-List - ხარჯთაღრიცხვა Price-List - ხარჯთაღრიცხვა
Tender Documentation Tender Documentation
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 იანვარი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა