ჩაბარების ვადა:

5 თებერვალი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20705 - ტენდერი 20 ერთეული სალაროს ხონჩის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს. ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს 20 ერთეული სალაროს ხონჩის შესყიდვაზე, ფასების ცხრილის და ტექნიკური სპეციფიკაციების (დანართი N1) შესაბამისად.

 პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სასაწყობე ფართი;

შენიშვნა:

საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
  •  ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის(დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 05 თებერვალი, 17:00 საათი.
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge 
მობ: 595 90 12 00 

ტენდერის კატეგორია:

  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა