ჩაბარების ვადა:

8 თებერვალი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T20714 - ტენდერი გზის საფარის აღდგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ტენდერს სასხორის კირქვის კარიერისა და კასპის ცემენტის ქარხნის დამაკავშირებელი საკარიერო გზის 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაზიანებული გზის საფარის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე, კავთისხევის საავტომობილო გზის მიერთების წერტილიდან კასპის ქარხნის მიმართულებით.

აღნიშნული მონაკვეთი მდებარეობს კავთისხევის კარიერის დასახლების მიმდებარედ. გზის საფარი გაკეთებული იყო 2010 წელს. საფარის გაკეთებული იყო არარმირებული 18სმ ბეტონით. აღნიშნულმა საფარმა გაზრდილ დატვირთვებს ვერ გაუძლო და პრაქტიკულად მთელ სიგრძეძე (700მ) დაზიანებულია.

საკარიერო გზაზე დატვირთვა საგრძნობლად გაზრდილია, გამომდინარე კასპის ქარხნის გაზრდილი წარმადებიდან და ასევე მიმდებარედ აშენებული ფერმებიდან და წარმოებებიდან. დაზიანებული გზის საფარი, მასზე მძიმე ტექნიკის გადასვლისას იწვევს მაღალ ვიბრაციას , ხმაურს და დამტვერიანებას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს გზის ამ მონაკვეთის მომიჯნავე მოსახლეობის მუდმივი ობიეტური საჩივრების საფუძველს.

კომპანიის ხემძღვანელობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია გზის ამ მონაკვეთზე საფარის აღდგენა. კერძოდ გზაჯვარედინიდან კასპის მიმართულებით 450 მ დაზიანებული საფარის მთლიანად მოხსნა და ქვიშაღორღის ახალი საფარის მოწყობა, ხოლო შემდეგ 250 მეტრზე დაზიანებული ბეტონის საფარის შერჩევითი აღდგენა რომელიც გულისხმობს ამ მონაკვეთზე 70% ბეტონის საფარის მოხსნას და ახალი არმირებული 24სმ ბეტონის საფარის მოწყობას.

სამუშაოების მოცულობა:

  • 450მ გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მთლიანად მოხსნა
  • 450მ გზის მონაკვეთზე მიწის ვაკისის მოშანდაკება მექანიზირებული წესით
  • 450მ გზის მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით, სისქით 30სმ. გზის სიგანე 7.5მ
  • 250მ გზის მონაკვეთზე არსებული ბეტონის საფარის შერჩევითი მოხსნა, დაახლოვებით 70%.
  • 250მ გზის მონაკვეთზე აღსადგენ ნაწილზე საფუძვლის მოწყობა 0-40 ღორღის ფრაქციით, სისქით 10სმ.
  • 250მ გზის მონაკვეთზე აღსადგენ ნაწილზე არმირებული ბეტონის 22სმ სისქის საფარის მოწყობა, სავარაუდო საფარის ფართი 1200მ2.
  • ახალ ბეტონის საფარზე ტემპერატურული ნაკერების მოწყობა
  • გზის მონაკვეთის მთელ სიგრძეზე მიწის კიუვეტის აღდგენა/გასუფთავება

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხილ მწარმოებელს. მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

ყველა ზემოთ მითითებული სამუშაო უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალების და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი მოცულობით.

დამკვეთის ტექნიკური მოთხოვნები გზის საფარზე:

  • ბეტონის კლასი B-35, F-200, W-6
  • გზის სიგანე 2x3.5მ, ქვიშახრეშოვანი ფენის სიგანე დამატებით 1მ ორივე მხარეს (სადაც გზის კარიდორი ამის საშუალებას იძლევა)
  • გზის საფარის დახრა >2,5%
  • დატკეპვნის ხარისხი DPr (Proctor Density) საფუძვლის ფენის უნდა აღემატებოდეს 103%-ს

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: კავთისხევის კირქვის კარიერი
  • სამუშაოების შესრულების ვადა:  სამუშაოები უნდა შესრულდეს კასპის კლინკერის ღუმელის ზამთრის რემონტის პერიოდში, რომელიც დაგეგმილია 15.02./2024-დან 20.03.2024 მდე.
  • სამუშაოების ვადის გაგრძელება გამოიწვევს შეფერხებას კასპის კლინკერის ღუმელის დროულად გაშვევაში.
  • გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

თანდართული დოკუმენტები:

  • სავარაუდო მოცულობების უწყისი
  • გზის მონაქვეთის აეროფოტო სარეაბილიტაციო მონაკვეთის მითითებით
  • მოთხოვნები შრომის უსაფრთხოებაზე

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა: 08.02.2024 – 12:00 საათი, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე:
HeidelbergCement Georgia Ltd
21 ალ. ყაზბეგის გამზირი
0160 თბილისი, საქართველო

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ვლადიმერ სურგულაძე:
vladimer.surguladze@heidelbergcement.com
+995 595 810 505

ირაკლი სადუნიშვილი:
irakli.sadunishvili@heidelbergcement.com
+995 577 509705

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები