ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20719 - ტენდერი სპეც-ტანსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „Construction Service“ აცხადებს ტენდერს სპეც-ტანსაცმლის შესყიდვის თაობაზე და იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

1. ანგარიშსწორების პირობები

  • ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწნებით ლარში.
  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში
  • საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება
  • წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის დღგ) ეროვნულ ვალუტაში.

2. ტექნიკური მახასიათებლები

შემდუღებლის კომბინიზონი - შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:

ძნელად აალებადი, ანტისტატიკური, ნარინჯისფერი ამრეკლი, მაღალი ხილვადობის

შემადგენლობა:

  • ბამბა 87%, ნეილონი 12%, 1% ანტისტატიკური ბოჭკოები
  • წონა: 260 გ/მ2
  • ფერი: ნარინჯისფერი ამრეკლი
  • მაღალი ხილვადობა
  • 2 დიდი ჯიბე
  • ცეცხლგამძლე ამრეკლავი ლენტი
  • ელასტიური წელი მობილობისთვის
  • 2 უკანა ჯიბე
  • ორმაგი გასახსნელი ელვა შესაკრავი, დაფარული ფლაპით და 2 Safe Lock სისტემის საკინძით

ზომები:

  • M – 200 ც
  • L - 650 ც
  • XL - 650 ც

პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მითითებულ სტანდარტებს ან იყოს ექვივალენტი შესაბამისი დოკუმენტაციის (სერტიფიკატების) წარმოდგენის საფუძველზე:

EN 11612 , EN 1149-5 , EN 11611, EN 13034, EN 61482-1, EN 61482-2

3. წინადადების მიწოდების წესი

კომერციული წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ფასს
ბ) ტექნიკურ მახასიათებლებს / სპეციფიკაციას
გ) მომწოდებლის გამოცდილებას
დ) 1 ნიმუშს
ე) მომწოდებლის იურიდიულ რეკვიზიტებს, განახლებულ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან და მინიმუმ 1 საკონტაქტო პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, ელ-ფოსტა)
ვ) მოწოდების ვადას (ერთიანი/ეტაპობრივი)
ზ) მომწოდებლის თანხმობას წინამდებარე ტენდერის პირობებთან
თ) კომერციული წინადადების გამოგზავნის ვადა: 15 თებერვალი 2024 წ
ი) კომერციული წინადადების მიწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე info@cs.ge

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი შაქარიშვილის ნომერზე: 592444441 ელ-ფოსტა: giorgishaqarishvili@cs.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები