
ჩაბარების ვადა:
10 იანვარი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2072 - ტენდერი მშენებლობისთვის დროებითი შემოღობვის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "სიპაუერი" აცხადებს ტენდერს მშენებლობისთვის დროებითი შემოღობვის მოწყობაზე.
სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა #2.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- მშენებლობის დასაწყებად დროებითი შემოღობვის მოწყობა რეგლამენტის მიხედვით;
- შემოსაღობი ტერიტორიის პერიმეტრი - 1850 მეტრი;
- სიმაღლე - 2 მეტრი;
- მასალა - პროფნასტილი;
შემოსაღობი ტერიტორია არის მარტივად მისადგომი რაც ამარტივებს სამუშაოებს. ტერიტორიას ახასიათებს ძლიერი ქარი, შესაბამისად შემოღობვის სიმყარე არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით რომ მშენებლობა გაგრძელდება დაახლოებით 4 წელი.
შპს „სიპაუერი“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
- სამუშაოების ტექნიკური გადაწყვეტის ხედვა;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
დამატებითი მოთხოვნები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 10 იანვრის 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;
- დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები