ჩაბარების ვადა:

9 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20755 - ტენდერი ინფრასტრუქტურის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ოპტიმა აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქ.თბილისში, გ.ჭყონდიდელის N34-ში და ალიო მირცხულავას N9/11-ში ინფრასტრუქტურის სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დასახელება 

  • გ.ჭყონდიდელის N34 ; ( პროექტის მენეჯერი შალვა პაპოშვილი - 574 258 258 )
  • ალიო მირცხულავას N9/11 ; ( პროექტის მენეჯერი თამარ ბოლქვაძე - 557 992 477) 

შეთავაზების წარმოდგენამდე აუცილებელია, რომ პრეტენდენტი მივიდეს ობიექტზე და ადგილზე მოხდეს დეტალების გავლა. 

1.2 ნასყიდობის საგნის/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • გ.ჭყონდიდელის N22 - უნდა მოეწყოს ორი ერთეული ხელოვნური საფარის სტადიონი;
  • ალიო მირცხულავას 9/11 - ობიექტზე უნდა მოეწყოს ერთი ერთეული ხელოვნური საფარის სტადიონი;
  • ალიო მირცხულავას 9/11 - ობიექტზე ასევე უნდა განხორციელდეს გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის პროექტები, რომლის მიხედვითაც პრეტენდენტმა თავად უნდა წარმოადგინოს პროექტის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა მის მიერ შემუშავებულ ფორმატში რესურსულად, რომელშიც იდენტიფიცირებადი იქნება როგორც მასალის, ასევე, მუშახელისა და მანქანა-მექანიზმების მოცულობები, ერთეულის ფასები და შესაბამისი ჯამები.

ასევე, სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის, ექსელის ფაილად შემსყიდვლისთვის მისაღები განფასების ფორმატი და გენ.გეგმა, რომლებშიც ჩანს მოსაწყობი სტადიონების/ინფრასტრუქტურის მდებარეობა.

1.3 მოთხოვნები:

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.4 კომპანიის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია შესრულების ვადების და გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საავანსო გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე;
  • ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის ჯამური ღირებულების 5%-ზე შესრულების გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო პირობების შესახებ;
  • კომპანიის პორტფოლიო.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.5 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული კომერციული პირობების შესაბამისად

1.6 წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 9 თებერვალი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შესყიდვების წარმომადგენელი:

სალომე ქოქიაშვილი
ელ.ფოსტა: sqoqiashvili@m2.ge
მობ: 579 91 22 33

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 თებერვალი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა