ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T20775 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის #1 წისქვილის მასალის მიწოდების კვანძის პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის ცემენტის #1 წისქვილის მასალის მიწოდების კვანძის პროექტირებაზე.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპის ცემენტის ქარხანაში არსებული ცემენტი#1 და #2 წისქვილების შენებო ნაგებობების უმეტესი ნაწილი აგებულია მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში. აღნიშნული შენობების უმრავლესობას აღენიშნება მნიშვნელოვანი დაზიანებები. კომპანიამ დამოიკიდებელ საექსპორტო კომპანიას სთხოვა შენობების მდგრადობაზე და დაზიანებების აღმოფხვრის გზებზე დასკვნის მომზადება. აღნიშნული დასკვნის მიხედვით შენობების გარკვეული ნაწილის მთლიანად დემონტაჟია გათვალისწინებული, ხოლო ნაწილის დაზიანებული კვანძების შეკეთება/გამაგრება. ერთერთი ნაგებობა რომლის სრული დემონტაჟიცაა რეკომენდირებული, არის ცემენტის #1 წისქვილის მასალის მიწოდების კვანძი, მასალის ხვიმირებით, ხვიმირების საყრდენი კონსტრუქციითა და ლენტური დოზატორების მომსახურე ბაქნის ჩათვლით. აღნიშნული ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ცემენტის #1 წისქვილის მასალის მიწოდების ახალი კვანძის პროექტირება, ხვიმირის ფუნდამენტებისა და საყრდენი კონსტრუქციის, დოზატორების მომსახურე ბაქნის, ხვიმირის და საწყობის მხარეს საყრდენი კედელის ჩათვლი.

ჰაიდელბერგცემენტ საქართველო არის ერთერთი ლიდერი კომპანია ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე საქართველოში და წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხილ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ყავს 6000ზე მეტი დასაქმებული , და ფლობს ცემენტის წარმოების ორ ინტეგრირებულ ქარხანას, ერთ დაფქვის საწარმოს და თექსვმეტ ბეტონის ქარხანას.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • მიწოდებული განლაგებითი ნახაზების საფუძველზე, კასპის ქარხნის ცემენტის #1 წისქვილის მასალის მიწოდების კვანძის პროექტის მომზადება შემდგომი  მოცულობით:
    - აზომვითი ნახაზის შედგენა
    - ხვიმირისა და მისი საყრდენი კონსტრუქციის ფუნდამენტის პროექტი
    - ხვიმირის საყრდენი კონსტრუქციის და დოზატორების მომსახურე ბაქნების პროექტი
    - ხვიმირის დეტალური პროექტი
    - კლინკერის საწყობის მხრიდან დამცავი საყრდენი კედელის პროექტი
    - სამშენებლო სამუშაოების ორგანიზაციის პროექტს
  • წინასაპროექტო კონსულტაციები დამკვეთის საპროექტო ჯგუფთან, ძირითად საპროექტო გადაწყვეტილებებზე.
  • სამშენებლო სამუშაოების მოცულობების უწყისი, რომელშიც ასახული იქნება მშენებლობის ყველა ეტაპის შესაბამისი სამუშაოების მოცულობები.
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტის რედაქტირება დამკვეთის შენიშვნების მიხედვით.

პროექტი თანხვედრაში უნდა იყოს ჰაიდელბერგცემენტის შიდა პროექტირების სტანდარტებისა და კრიტერიუმებისა და ქვეყანაში არსებული ყველა მოქმედ სტანდარტთან და მოთხოვნასთან.

შემსრულებელმა უნდა მოგვაწოდოს საპროექტო დოკუმენტაციის 1 ბეჭდური ეგზემპლარი და ყველა საპროექტო დოკუმენტი ორიგინალ ფაილში.

ყველა დოკუმენტი შესრულებული უნდა იყოს შესაბამის პროგრამაში, ხელით შესრულებული დოკუმენტები არ მიიღება დამკვეთის მიერ. ქვემოთ მოცემულია პროგრამები რომლებიც მისაღებია შეთანხმების გარეშე:

  • ტექსტური დოკუმენტები, წერილები : MS Word
  • ცხრილები, ანგარიშები: MS- Excel
  • გეგმაგრაფიკები: MS – Project
  • ნახაზები და სქემები: AUTOCAD

ამასთან ყველა ეს დოკუმენტი მოწოდებული უნდა იყოს pdf Acrobat ფორმატშიც.

აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.

ყველა ზემოთ მითითებული სამუშაო უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალების და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი მოცულობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

თანდართული დოკუმენტები:

  • ჰაიდელბერგცემენტის შიდა პროექტირების სტანდარტები და კრიტერიუმები (DCS).
  • ნაგებობის წინასწარი განლაგებითი ნახაზები.
  • საექსპერტო დასკვნა შენობის მდგომარეობაზე
  • მოთხოვნები შრომის უსაფრთხოებაზე.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 15.02.2024 – 12:00 საათი.

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე:
HeidelbergCement Georgia Ltd, 21 ალ. ყაზბეგის გამზირი, 0160 თბილისი, საქართველო.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ვლადიმერ სურგულაძე
+995 595 810 505
vladimer.surguladze@heidelbergcement.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირაკლი სადუნიშვილ
+995 577 509705
irakli.sadunishvili@heidelbergcement.com  

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები