ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2024, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T20777 - ტენდერი ნედლეულის (კლინკერი, ნახშირი, ტუფი, კირქვა) გადაზიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ნედლეულის (კლინკერი, ნახშირი, ტუფი, კირქვა) გადაზიდვაზე, ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპისა და რუსთავის ქარხნების შიდა ტერიტორიაზე.

სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები:

  • სატვირთო ავტომობილები სავალდებულოა იმყოფებოდნენ ტენდერში მონაწილე კომპანიის საკუთრებაში და/ან სალიზინგო ხელშეკრულებით. ლიზინიგის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი კონტრაქტი (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).
  • წარმოადგინეთ თქვენს საკუთრებაში მყოფი ავტომობილების ტექ.პასპორტები და ტექდათვალიერების აქტები. ასევე, ლიზინგის შემთხვევაში სალიზინგო ხელშეკრულება. (უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • სატვირთო ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ჯიპიეს მოწყობილობებით;
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ 2 წლიანი საბუთი. (შესაბამისი კონტრაქტი ან/და რეკომენდაცია უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ“ შესაძლოა მოითხოვს, შესაბამისი საბანკო გარანტია.

მოთხოვნები მძღოლის მიმართ:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატვირთოს მართვაში.
  • სავალდებულო ინდ დაცვის გამოყენება კომპანიის ტერიტორიაზე: სპეც ფეხსაცმელები, მაღალი გარჩევადობის სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სპეც სათვალე.

მოთხოვნები ა/ტრანსპორტის მიმართ:

  • ტექნიკური დათვალიერების მოქმედი საბუთი
  • არ უნდა აღენიშნებოდეს სითხეების ჟონვა
  • გამართული საბურავები;
  • გამართული გვერდითი და წინა სარკეები
  • უკანა სვლის ხმოვანი სიგნალი
  • უსაფრთხოების ღვედი
  • უსაფრთხოების ბალიშები
  • ცეცხლმაქრი ა/ტრანსპორტში
  • პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი ა/ტრანსპორტში
  • გამაფრთხილებელი სამკუთხედი
  • გამართული სიგნალი
  • გამართული განათება
  • გამართული მუხრუჭები
  • გამართული თვითმცლელი სისტემა

აუცილებელი გამწევი იყოს 2003 წლის ზემოთ.

მანქანა უნდა ირეცხებოდეს სისტემატიურად, მინიმუმ თვეში სამჯერ.

მანქანა უნდა იყოს ვიზუალურად მოწესრიგებულ მდგომარეობაში .

  • გთხოვთ ატვირთოთ მძღოლების შესაბამისი მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • გთხოვთ ატვირთოთ სატვირთო თვითმცლელის მინიმუმ 2 ფოტოსურათი.
  • აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში.

კომერციული ნაწილი:

  • გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი 1 ცვლის ღირებულებაზე (ფასი დაფიქსირებული უნდა იყოს დღგ-ს გარეშე). ცვლაში იგულისხმება 12 საათიანი სამუშაო პერიოდი, მათ შორის 1 საათი შესვენება. ფასში უნდა იგულისხმებოდეს, საწვავის, შეკეთებისა და მძღოლის ხარჯები. სატვირთოები გამოძახებულები იქნებიან ქარხნების მოთხოვნის შესაბამისად და იმუშავებენ საჭირო დროითა და გრაფიკით. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 24 საათიანი ცვლისა და/ან 12 საათიანი ღამის ცვლების გადაბმული მუშაობის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროა 1 თვითმცლელზე შემცვლელი მძღოლის ყოლა.
  • გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: 1 ცვლის ღირებულება კასპის ქარხნის შიდა ტერიტორიაზე მუშაობისათვის.
  • გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: 1 ცვლის ღირებულება რუსთავის ქარხნის შიდა ტერიტორიაზე მუშაობისათვის.

ტენდერი სრულდება 15 თებერვალს 15:00 საათზე.

ტენდერში მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით შემსყიდველს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე : George.lobjanidze@heidelbergcement.ge , ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა/დამატება კომპანიის შიდა ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები