ჩაბარების ვადა:

9 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20778 - ტენდერი დაცვა-უსაფრთხოების სისტემის მოწყობილობების შეძენა/მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დანართი N2

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს დაცვა-უსაფრთხოების სისტემის მოწყობილობების შეძენა/მომსახურებაზე.

ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი პროდუქციის მოწოდებას და საგარანტიო მომსახურებას. შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალი, რაოდენობა და მახასიათებლები მოცუმულია - დანართში №2.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სიგნალიზაცია-სახანძრო და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი/დემონტაჟის სამუშაოების შესრულება ბანკის ობიექტებზე, საქართველოს მაშტაბით, საკუთარი ინვენტარითა და სამუშაო ძალით, ხოლო შესრულებულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია. საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს კომპანიის ხარჯებით; სამონტაჟო-საინსტალაციო მოწყობილობების და მასალების მოწოდებას უზრუნველყოფს კომპანია.

 ტენდერის პირობები:

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ გამოგზავნილი მოთხოვნიდან: თბილისის მასშტაბით- შეკვეთიდან არაუგვიანეს 2 (ორ) სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონების მასშტაბით - შეკვეთიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღეში;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით.
  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №2 მეშვეობით;

მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დანართი N 1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
  • დანართი N2 შევსებული ფასების ცხრილი;
  • არანაკლებ სამი დადებითი სარეკომენდაციო წერილი;
  • მომსახურე ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2021 - 01/01/2024 პერიოდზე
  • კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია).

შემოთავაზებების მიღების წესი:

  • შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 9 თებერვალს 18:00 საათამდე, ხოლო შემოთავაზების ელექტრონული ვერსია 12 თებერვალს შემდეგ მისამართზე procurement@silkbank.ge
  • მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2

დამატებითი მოთხოვნები

გთხოვთ წარმოდგენილ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა. 

თანდართული დოკუმენტაცია :

  • დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
  • დანართი N2 – ფასების ცხრილი
  • დანართი N 3 - ფილიალების მისამარეთები

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, გთხოვთ კითხვები მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსი:
სერგო (კოკი) წიკლაური
ტელ : 577909969

ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი :
ელენე მუსხელიშვილი
ტელ : 558750055

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები