ჩაბარების ვადა:

29 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20811 - ტენდერი გენერატორების სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დოკუმენტი - ,,გენერატორების სათადარიგო ნაწილები, დანართი N1". გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 29 თებერვალი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი შემდეგი დასახელების და რაოდენობის გენერატორების სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე (იხ. დანართი N1).

წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის  დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო და გადახდის პირობებს და შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება,  საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2024 წლის 20 თებერვლის  ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერის ნომერი: 2024/3

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით

განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ

რეკვიზიტები:

საკონტაქტო პირი: 
ზეზვა მათიაშვილი
+995 595338802
tenders@silknet.com
zmatiashvili@silknet.com

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები