ჩაბარების ვადა:

14 თებერვალი 2024, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20816 - კონსოლიდირებული ტენდერი საკანცელარიო და ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

დეველოპერული კომპანია, შპს ,,ბიოგრაფი ლივინგი’’ და შპს „მპ დეველოპმენტი“ (პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://biograpi.ge/ ) აცხადებენ კონსოლიდირებულ ტენდერს საკანცელარიო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • სრულად შევსებული Excel ფაილები - დანართი N1- ჰიგიენური ან/და დანართი N2-საკანცელარიო
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • საბანკო რეკვიზიტები
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (გამოცდილება, კლიენტების ჩამონათვალი)
  • საქართველოს რეზიდენტი ორი კომპანიის სარეკომენდაციო წერილი

შემოთავაზებების მიღებისა და ტენდერის პროცესი:

  • ტენდერის პროცესი იმართება ონლაინ პლატფორმაზე Tenders.ge სადაც ტენდერის დასრულების ვადამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი
  • დამაზუსტებელი კითხვების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტი უნდა დაუკავშირდეს ამავე დოკუმენტში მითითებულ საკონტაქტო პირს
  • დანართ N1-სა და დანართ N2-ში მოცემული სპეციფიკაციებისგან განსხვავებული შემოთავაზების წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია ფაილში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი
  • შემოთავაზების წარმოდგენის შემდეგ, მოთხოვნის შემთხევაში 3 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი პუნქტების ნიმუში
  • ნიმუშების წარმოდგენა ხდება უსასყიდლოდ

სატენდერო პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი კალენდარული წლის ვადით
  • სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ფიქსირებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე
  • პრეტენდენტმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს როგორც საკანცელარიო და ჰიგიენურ ტენდერში ერთად,ასევე მხოლოდ რომელიმე მათგანში, პრეტენდენტის გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად
  • შეკვეთის მოცულობა: დანართში მოცემული რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლებელია შემცირდეს ან გაიზარდოს კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად
  • შეკვეთის განთავსება: კომპანიის მხრიდან ყოველი კალენდარული თვის ბოლო კვირაში მოხდება თვიური შეკვეთის ფორმის გაგზავნა კონტრაქტორთან, გარდა ამისა, თვის განმავლობაში შესაძლებელია, კომპანიის მხრიდან განხორციელდეს მცირე მასშტაბის შეკვეთები. სხვადასხვა სახის საკანცელარიო ან/და ჰიგიენურ პროდუქტზე - მისამართის წინასწარ შეთანხმებით
  • მიწოდების ვადა: შეკვეთის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოხდეს შეკვეთის სრულყოფილად მიწოდება კომპანიის მისამართზე  
  • მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის 80კ, ბიოგრაფი ლივინგის ოფისი
  • ანგარიშსწორების პირობა: უნაღდო, მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად განფასებული ფასების ცხრილი (დანართი N1,დანართი N2), თითოეულ პოზიციაზე მითითებული ღირებულებით და შესაბამისი სპეციფიკაციებით, რაც მოცემულია დანართებში.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ჩათვლით.
  • კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუშები მისამართზე: ი.ჭავჭავაძის N80კ, ბიოგრაფი ლივინგის სათავო ოფისი

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 14 თებერვალი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი

ირაკლი ნანავა
+995 599 04 06 90
Procurement@biograpi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 თებერვალი 2024 დრო 11:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა