ჩაბარების ვადა:

12 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20828 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს  სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერის შესახებ განცხადების მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.

ტენდერის აღწერილობა:

  • სს სილქ ბანკის ქ. ქუთაისი გამსახურდიას ქ.N 23 განთავსებული სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა:
    - შენობა-ნაგებობის პირველი სართული
    - შენობა-ნაგებობის საერთო სარემონტო ფართობი 153 კვ/მ
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორემბიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში
  • სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში
  • შენობის ნახაზები და განლაგეგებები მოცემულია დანართი N3-ში.
  • შენობის სიტუაციური ფოტომასალა მოცემულია დანართი N4-ში

ტენდერის პირობები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ, საშემოსავლო და ა.შ
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში და პროექტის ფარგლებში თანხების ჩარიცხვა მოხდება სილქ ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშსზე;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება

კომპანიის მიერ ტენდერში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დანართი N 1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული
  • დანართი N2 შევსებული ფასების ცხრილი
  • არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი
  • მომსახურე ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2021 - 01/01/2024 პერიოდზე
  • კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)

დამატებითი პირობები:

  • დანართი N2 - “ფასების ცხრილში“ უნდა მიეთითოს გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • ფასების ცხრილში მიღებული „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს. 
  • ფასების ცხრილში კომპანიამ ცალკე უნდა დააფიქსიროს მოგებისა და ზედნადები ხარჯის პროცენტები.

შემოთავაზებების მიღების წესი

შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 12 თებერვალს 14:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2

წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე მისათითებელი აუცილებელი მონაცემები:

  • ტენდერის სახელწოდება
  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
  • ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 13 თებერვალს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი  
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888

ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
ტელ: 558750055

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება