ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20860 - ტენდერი აკუმულატორების დემონტაჟსა და ახალი აკუმულატორების მონტაჟზე ( 07/02-GIEC-S/Battery-24 )

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ აცხადებს ტენდერს არსებული აკუმულატორების დემონტაჟზე და ახალი აკუმულატორების მონტაჟზე ( 07/02-GIEC-S/Battery-24 ).

სამუშაოს დასახელება:  თბო სადგურში არსებული 220 ვ-ის აკუმულატორების დემონტაჟი და ახალი აკუმულატორების მონტაჟი მომწოდებლის მასალით.

  • სააკუმულატორო ბანკების რაოდენობა: 130 ცალი;
  • სააკუმულატორო ბანკების ტიპი: ტყვია-მჟავიანი, ძაბვა 2ვ, ტევადობა 800 ა/სთ. 

სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, აკუმულატორების ტიპი და რაოდენობა გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში დანართი 1-ის სახით.

სამუშაოს შესრულების ადგილი: გარდაბანი, დ. აღმაშენებლის #2.

აუცილებელი პირობა:

ტენდერში მონაწილე კომპანია, წინადადების გამოგზავნამდე ვალდებულია გაეცნოს სამუშაოს შესრულების ადგილს.

სამუშაოს შესრულების პერიოდი: 2024 წლის 5 – 30 ივნისი

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

 ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; 

შენიშვნადასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

  •  წინადადება უნდა მოიცავდეს:
    - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
    - ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
    - პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
  • კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი 07/02-GIEC-S/Battery-24
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 23 თებერვალი, 17:00 საათი

საკონტაქტო პირი:

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge 
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
კახა უნგიაძე  
საკონტაქტო ნომერი: 599 503 735

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები