ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20945 - ბაზრის კვლევა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსიპ “საქართველოს ნოტარიუსთა პალატა” [203840656] სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ელექტრონული რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისათვის (CPV კოდი 72230000 შეკვეთილი სპეციალური დანიშნულების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება) გეგმავს შესყიდვას.

სსიპ “საქართველოს ნოტარიუსთა პალატა” ატარებს ბაზრის კვლევას პროგრამული პროდუქტის შესაძენად მსგავსი გამოცდილების მქონე დაინტერესებული პირების გამოვლენის, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და განსახორციელებელი ვადების დადგენის მიზნით.

პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დოკუმენტაცია (დანართი N1 და N2).

 გთხოვთ, განიხილოთ თანდართული დოკუმენტები და მოგვაწოდოთ შენიშვნები, მოსაზრებები და რეკომენდაციები, თქვენი ინდივიდუალური პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია შესყიდვის წარმატებულად ჩატარებისათვის.

ასევე, გთხოვთ, ბაზრის კვლევის ფარგლებში გამოგვიგზავნოთ თანდართული დოკუმენტაციით მოთხოვნილი ინფორმაცია (დანართი N3 და N4 - კვლევაში მონაწილე სუბიექტების მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია, ფასების ცხრილი) არაუგვიანეს 2024 წლის 20 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ikhurtsidze@notary.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“
ირაკლი ხურციძე
ტელ: 599946797

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები