ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20950 - ტენდერი A4 ფორმატის საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს  A4 საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2006 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ახდენს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 17 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, Stolichnaya, და სხვა.

შესყიდვის პირობები:

შესყიდვის ობიექტია A4 ფორმატის საკანცელარიო ქაღალდი:

#  დასახელება წლიური შესაკვეთი  რაოდენობა ერთი შეკვრის ფასი
1  A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი “Navigator” 6000 შეკვრა  


შენიშვნა:

შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი და წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები:

  • მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 2
    სამუშაო დღის ვადაში;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება;
  • შეკვეთა მოხდება ყოველთვიურად;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
  • შესყიდვის პერიოდი: 01.03.2024 – 28.02.2025;
  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა: 01.03.2024 18:00 საათი;
  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • მიწოდება უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ისაკიანის ჩიხი N1;

გადახდის პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადება პროდუქციის მახასიათებლით და ფასით;
  • კომპანიის რეკვიზიტები.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: მარიამ კვარაცხელია
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: m.kvaratskhelia@gdl.ge
ტელ.: +995 551 59 63 06

საკონტაქტო პირი: ვასილ ბეშკენაძე           
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: v.beshkenadze@gdl.ge           
ტელ.: +995 551 31 20 97

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა