ჩაბარების ვადა:

26 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20962 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი შემდეგი დასახელების და რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკის  შესყიდვაზე:

დასახელება
მონაცემები
რ-ბა
მისაღები ბრენდები
ბრენდ სისტემური ბლოკი

პროცესორი - intel Core i7, არანაკლებ 13 თაობა; ოპერატიული მეხსიერება - 32 GB;  მყარი დისკი - 1 TB SSD; ინტერფეისი: 2 x HDMI, 4 x USB 2.0, 4 x USB 3.2, 1 x RJ-45 ; გარანტია - 3 წელი. (არ უნდა იყოს „MiniTower“)

40
მისაღებია ნებისმიერი ბრენდი
ბრენდ სისტემური ბლოკი

პროცესორი - intel Core i5, არანაკლებ 13 თაობა; ოპერატიული მეხსიერება - 16 GB;  მყარი დისკი - 512 GB SSD; ინტერფეისი: 2 x HDMI, 4 x USB 2.0, 4 x USB 3.2, 1 x RJ-45 ; გარანტია - 3 წელი. (არ უნდა იყოს „MiniTower“

100
მისაღებია ნებისმიერი ბრენდი
ბრენდ სისტემური ბლოკი

პროცესორი - intel Core i5, არანაკლებ 13 თაობა; ოპერატიული მეხსიერება - 16 GB;  მყარი დისკი - 256 GB SSD; ინტერფეისი: 2 x HDMI, 4 x USB 2.0, 4 x USB 3.2, 1 x RJ-45 ; გარანტია - 3 წელი. (არ უნდა იყოს „MiniTower“)

155
მისაღებია ნებისმიერი ბრენდი
მონიტორი

ეკრანის ზომა : 24";  მონიტორის ტიპი : LED ეკრანის ტიპი : FHD;  მატრიცა: ips  განახლების სიხშირე : 75 hz;  ინტერფეისი: 1 x HDMI, 1 x DP ან DVI Port, გარანტია - 2 წელი (უნდა იყოს ევროპული ელ. კვებით)

220
მისაღებია ნებისმიერი ბრენდი
მონიტორი

ეკრანის ზომა : 27";  მონიტორის ტიპი : LED ეკრანის ტიპი : FHD;  მატრიცა: ips  განახლების სიხშირე : 75 hz;  ინტერფეისი: 1 x HDMI, 1 x DP ან DVI Port, გარანტია - 2 წელი (უნდა იყოს ევროპული ელ. კვებით)

30
მისაღებია ნებისმიერი ბრენდი
ლეპტოპი

Lenovo ThinkPad E14 / პროცესორი - intel Core i5, არანაკლებ 12 თაობა ან AMD Ryzen 7 არანაკლებ მე-5 გენერაცია  / მყარი დისკი - 1TB SSD / ოპერატიული მეხსიერება 16GB RAM/ ეკრანის ზომა - 14" (გარანტია - 3 წელი)

210
LENOVO
ლეპტოპი

Lenovo ThinkPad E15 / პროცესორი - intel Core i5, არანაკლებ 12 თაობა ან AMD Ryzen 7 არანაკლებ მე-5 გენერაცია  / მყარი დისკი - 1TB SSD / ოპერატიული მეხსიერება 16GB RAM/ ეკრანის ზომა - 15.6" (გარანტია - 3 წელი

30
LENOVO
უწყვეტი კვების წყარო

UPS  არანაკლებ 800 - 850VA / 480W ან 510W  Line Interactive UPS / 3 ან 4 x Schuko (European output)

100
მისაღებია ნებისმიერი ბრენდი
პრინტერი

HP M 426 dw MFP; ლაზერული შავ-თეთრი ; A4

10
HP
პრინტერი

HP MFP M227 sdn; კომბაინი;  ქსელური;  ლაზერული;  შავ-თეთრი;  A4

30
HP


წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის  დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო და გადახდის პირობებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება,  საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერის ნომერი: 2024/7
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024  წლის 26 თებერვლის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის).
  • ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები:
  • ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
  • საკონტაქტო პირი: მიხეილ იაშაღაშვილი
    ტელეფონი: +995 593 903233
    E-mail:  tenders@silknet.com; miashaghashvili@silknet.com
    მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები