ჩაბარების ვადა:

25 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20965 - ტენდერი სოფ. ხაშმის საკვირაო თერაპიული სკოლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „კავშირი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე პირთათვის საქართველოში“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: სოფ. ხაშმის საკვირაო თერაპიული სკოლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებს ()იპკავშირი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე პირთათვის საქართველოში“. 

1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 28 თებერვლის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

ტენდერის გამოცხადება - 15 თებერვალი 2024
სატენდერო წინადადებების მიღება - 25 თებერვალი 2024
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 26 თებერვალი 2024
ხელშეკრულების გაფორმება - 27 თებერვალი 2024

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

2. ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შესასყიდი საქონელი: სარემონტო სამუშაოების შესყიდვა. 

  • შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი და სპეციფიკაციები მოცემულია დანართი #2-ში;
  • დანართი #2 შესაძლოა დაზუსტდეს სარემონტო სამუშაოების პროცესში.

3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

4. სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით

  • შესყიდვის ფასი
  • მიწოდების/მომსახურების ვადები
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/სანდოობა

5. სატენდერო წინადადება:

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  •  „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #3-ში მითითებული სახით;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ“, შევსებული დანართ #6-ში მითითებული სახით;
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი „სატენდერო წინადადება“ - დოკუმენტი მოცემულია დანართი #1-ს სახით;
  • „სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკი“ შევსებული დანართ #4-ში მითითებული სახით;
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ - დოკუმენტი მოცემულია დანართი #7-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #2-ის სახით;
  • „ინფორმაცია ანგარიშსწორების ფორმების, ვადების და პირობების შესახებ“ შევსებული დანართ #5-ში მითიტებული სახით.

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

6. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;ყ
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

7. კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

შენიშვნა #1: სასურველია განფასება მოხდეს ადგილზე ვიზიტისა და სამუშაოების შეფასებისშემდეგ.

სატენდერო წინადადების წარდგენა:

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, ფოსტაზე:infoadhdgeorgia@gmail.com 

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 25 თებერვლის 18:00 საათისა.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: infoadhdgeorgia@gmail.com

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ:

შოთა გელოვანი
ელ. ფოსტა: infoadhdgeorgia@gmail.com
მობ: 591 41 57 16

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება