ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20976 - ტენდერი ვებგვერდის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჰიუნდაი ავტო საქართველო დაინტერესებულია შეისყიდოს მომსახურება ახალი ვებ-გვერდის დამზადების სახით. პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში "ტექნიკური დავალება".

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • კანდიდატმა უნდა წარადგინოს 3 დოკუმენტი pdf ფორმატში: 
    - #1 " საფასო დოკუმენტი " პროექტის ჩაშლილი ღირებულება ეტაპებისა და შესასრულებელი დავალებების მიხედვით, რომელიც გაწერილია დროში. (excel file converted to pdf)
    - #2 შინაარსობრივი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტექსტუალურ აღწერას, როგორ წარმოუდგენია შემსრულებელს ვებ-გვერდის მზა ვერსია მათ შორის ფუნქციური და ინოვაციური დეტალების გათვალისწინებით. ( ვიზუალური მაგალითების / references წარმოდგენა შესაძლებელია ფოტოების და/ან ბმულების გამოყენებით. მაგალითები შეიძლება მოიცავს ჰიუნდაის გლობალურ ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში გამოქვეყნებულ ოფიციალურ ვებ-გვერდს) 
    - #3 პროექტზე მომუშავე გუნდის რეზიუმეები, სადაც ნათლად ჩანს კონკრეტული დავალების აღსრულებისთვის საჭირო უნარები და გამოცდილება.
  • კანდიდატის მიერ წარმოდგენილ #2 შინაარსობრივ შეთავაზებაში შესაძლებელია იყოს რეკომენდაციები, ტექნიკური დავალების შესახებ. მათ შორის შეთავაზება უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესახებ, რომელიც ვებ-გვერდს გახდის უფრო კომფორტულს მომხმარებლისთვის და უფრო ინფორმატიულს მონაცემების ანალიზის კუთხით დამკვეთისთვის.
  • კანდიდატის მიერ წარმოდგენილმა შინაარსობრივმა დოკუმენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვა ძირითად ფაქტორებთან ერთად.
  • ძირითად ფაქტორებს შორის არის: პროექტის ღირებულება, შესრულების ვადა, კანდიდატის პორთფოლიო/ შესრულებული პროექტების მიმოხილვა, პროექტზე მომუშავე გუნდის წევრების გამოცდილება, წარსული დამკვეთების რეკომენდაცია.
  • კანდიდატს შეუძლია ტექნიკური დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება დამკვეთთან ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. მსგავსი შემთხვევისთვის გამოიყენეთ ელ ფოსტა: marketing@hyundai.ge სათაურში/subject მიუთითეთ "ტექნიკური დავალების დაზუსტება".

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი შეთავაზება 01.03.2024-ის 18:00 საათამდე   შემდეგ ელ.ფოსტაზე: marketing@hyundai.ge სათაურში/subject მიუთითეთ " შეთავაზება ვებგვერდის დამზადებაზე" .

საკონტაქტო ინფორმაცია:
marketing@hyundai.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72300000 მონაცემთა მომსახურება