ჩაბარების ვადა:

29 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20977 - ტენდერი სხვადასხვა სახის სეპარაციული მასალის და სხვადასხვა ტიპის ჯართის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა სახის სეპარაციული მასალის და სხვადასხვა ტიპის ჯართის გაყიდვაზე.

ტენდერი ცხადდება 2 ლოტად:

  • ლოტი #1 - სხვადასხვა სახის სეპარაციული მასალა
  • ლოტი #2 - სხვადასხვა ტიპის ჯართი

ტენდერის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ სატენდერო ინსტრუქციების მიხედვით, რომლებიც განთავსებულია დანართებში.

პრეტენდენტებს შეუძლით მიიღონ მონაწილეობა როგორც ორივე ლოტზე ერთად, ასევე ნებისმიერ ერთ ერთ მათგანზე, რასაც შეარჩევს ტენდერში მონაწილე კომპანია მისი საქმიანობიდან გამომდინარე.

სხვადასხვა სახის სეპარაციული მასალა:

  • დანაწევრებული თოკი - 6.9 ტ
  • დანაწევრებული ლითონის ბაგირი - 61.87 ტ
  • ხის მასალა (შეშა,ხის დეტალი) – 426.65 ტ
  • ხის ძელი - 87.7 მ³

სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია - ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია - „გეზი’’(მის.: ჯავახიშვილის #32, 4400, ფოთი, საქართველო).

სხვადასხვა ტიპის ჯართი:

სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია - ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია - 1. ნავსადგური (მის: დ.აღმაშენებლის #38, 4400 ფოთი, 2. გეზი მის: ჯავახიშვილის #32, 4400, ფოთი).

ტენდერის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ფასი წარმოადგინონ ლარში. პრეტენდენტი კომპანიები, რომლებიც ფასთა გამოკითხვის მეორე რაუნდის განხორციელებისას დააფიქსირებენ ყველაზე მაღალ ფასს იქნებიან გამარჯვებულები და გაფორმდება ერთი ხელშეკრულება, რომელიც ყველა პოზიციის მომცველი იქნება.

სატენდერო დოკუმენტაცია:

თანდართული ფაილის სახით (ბმული #1) გთხოვთ იხილოთ, გაეცნოთ და მონაწილეობის შემთხვევაში ხელმოწერილი სახით ატვირთოთ ხელშეკრულება კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე. 

სატენდერო შემოთავაზება:

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენის მიზნით უნდა შეავსოს სატენდერო წინადადების ფორმაში (ბმული #2) მოთხოვნილი ინფორმაცია;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 3-სამწლიანი გამოცდილება მსგავსი ან სხვა საქმიანობის წარმოებაზე.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უკანასკნელი 2 წლის ფინანსური უწყისები (მოგება ზარალის უწყისი/ფულადი ნაკადების უწყისი).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა - 29.02.2024

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - shonia@apmterminals.com

ტენდერთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ:

ნინო შონია  
მობილური: +995 599 88 75 46
ელ.ფოსტა shonia@apmterminals.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები
  • 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები