ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2024, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T20990 - ტენდერი აღრიცხვის (დაშვების) სისტემის დანერგვა/შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დანართი N2 - ოფისების ჩამონათვალი. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 1 მარტი, 16:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „გარდაბნის გამწმენდი (GST) ნაგებობა“ შემდგომში ერთობლივად და ცალ-ცალკე მოხსენიებული როგორც „შემსყიდველი“ აცხადებენ გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს აღრიცხვის( დაშვების) სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით და იწვევენ კვალიფიციურ კომპანიებს, შემდგომში მოხსენიებული როგორც „პრეტენდენტი“ მონაწილეობის მისაღებად. 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

შესყიდვის ობიეექტის აღწერა, ტექნიკური დავალება იხილეთ დანართი N1 ტექნიკური დავალება.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ჯამური ფასი 1.2 პუნქტში მითითებულ დანართში N1 მოცემული ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს დღგ-ს. განფასებისას პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ დანართ N2-ში მოცემული თითეოული ობიექტის ცალ ცალკე ჯამური გაფასება.

განფასებას თან უნდა დაერთოს დეტალური აღწერა ყველა იმ მოწყობილობისა და აღჭურვილობის რომელიც საჭიროა შესასყიდი მომსახურების უზრუნველყოფისათვის ( აღჭურვილობის სია რაოდენობებისა და მოდელების მითითებით).

შენიშვნა: დანართ N 2 ში მოცემულია N 12 და N 13 ობიექტი, რომლის აღჭურვაც გათვალისწინებულია სამომავლოდ, რადგან ობიექტის სამშენბელო სამუშაოები ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული. შესაბამისად აღნიშნული ობიექტების თვის დაშვების სისტემის განაფასება წარმოდგენილი შეიძლება იყოს დაახლოებითი გაანგარიშების პრინციპით, თუმცა გონივრულ ბმაში სხვა ობიექტებთან მიმართებაში.

1.4 საქონლის მოწოდების ფორმა, ადგილი და ვადა:

მოწოდების ადგილი - დანართი N1 ტექნიკური დავალება და დანართი N2 - წარმოდგენილია ყველა ის ობიექტი და მისამართი სადაც გვჭირდება აღრიცხვის სისტემის დანერგვა.

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და/ან ზედნადების ატვირთვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • ხელშეკრულების დოლარში გაფორმების შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, საქონლის მოწოდებიდან და/ან ზედნადების დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასება უნდა მოხდეს წინამდებარე სატენდერო განაცხადის 1.3 პუნქტში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული წინამდებარე „სატენდერო დოკუმენტაცია“, რითიც დაადასტურებთ, რომ ეთანხმებით სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ყველა მოთხოვნას;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8. ხელშეკრულების გაფორმება:

ტენდერში შესაძლებელია გაიმარჯვოს რამდენიმე კომპანიამ და ხელშეკრულება შესაბამისად შესაძლებელია გაფორდმეს ერთზე მეტ მომწოდებელთან.

1.9 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
     - გაკოტრების პროცესში;
     - ლიკვიდაციის პროცესში;
     - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მომწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კითხვები დასვათ tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის მოდულში ან კითხვები გამოგზავნოთ წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის1 მარტი, 16:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: დავით ყანჩელი
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: dkancheli@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1451); მობ: +995 555 24 20 90

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 595 22 66 94 (1303)

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72300000 მონაცემთა მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 თებერვალი 2024 დრო 17:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა