ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T20998 - ტენდერი ქ.ქუთაისის სერვის ცენტრის გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემის მიწოდება/მონტაჟის/მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქ. ქუთაისის (გამსახურდიას ქ.N 23) სერვის ცენტრის გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემის მიწოდება/მონტაჟის/მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.

ტენდერის პირობები

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
  • საგარანტიო პირობა შესრულებულ სამუშაოზე და მოწოდებულ პროდუქციაზე შეადგენს 3 წელს.
  • მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დეტალურად გაიწერება საგარანტიო პირობები, რეაგირების და ხარვეზის აღმოფხვრის დროები და ა.შ.
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში ,უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და ტრანსპორტირების/მოწოდების/მონტაჟის ხარჯები საქართველოს მაშტაბით;

აუცილებელი მოთხოვნები

  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე , უნდა ჰქონდეს შესრულებული მსგავსი პროქტი;
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა დანართი N 1;
  • წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
  • კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ანგარიშსწორების პირობები

  • ანგარიშსწორება განხორციელდება კომპანიის მიერ ვალდებულების შესრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 5 სამუშაო დღეში;
  • მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
  • პრეტენდენტის მიერ მოთხოვნილი ავანსის ოდენობამ შესაძლოა განსაზღვროს ტენდერის საბოლოო შედეგი, რა შემთხვევაშიც დამატებით კომუნიკაცია შედგება აღნიშნულ კომპანიასთან;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით.
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

გამარჯვებულის გამოვლენა

სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • შემოთავაზებული პროდუქციის მიწოდება/მონტაჟის/მომსახურების ფასი;
  • პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
  • მოწოდების ვადები;
  • ავანსის ოდენობა;
  • კომპანიის გამოცდილება

მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:

  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის);
  • შევსებული ფასების ცხრილი (დანართი N2);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით).

თანდართული დოკუმენტაცია :

  • დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;
  • დანართი N2 – ფასების ცხრილი;
  • დამართი N3 – HVAC პროექტი;

შემოთავაზებების მიღების წესი:

შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 23 თებერვალს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მისამართი - . თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.

წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები

  • ტენდერის სახელწოდება
  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;

საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა) . ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 26 თებერვალს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ.ნომრებზე:

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888

ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
ტელ: 577372939

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები