ჩაბარების ვადა:

29 თებერვალი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T21009 - ტენდერი ცეცხლმაქრების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ტენდერს ცეცხლმაქრების შესყიდვასთან დაკავშირებით (#19/02-G-GIEC-FireExting-24).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • მოთხოვნილი პროდუქციის ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1);
  • ცეცხლმაქრების ტექნიკური მახასიათებლების დამადასტურებელი სერთიფიკატები;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

მიწოდების ადგილი: გარდაბანი, აღმაშენებლის 2

მიწოდების ვადა: არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

  • ცეცხლმაქრებს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი გარანტია;
  • ცეცხლმაქრები უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი;
  • უნდა მოყვებოდეს კედელზე მისამაგრებელი კრონშტეინი (სამაგრი);
  • ცეცხლმაქრებს უნდა ჰქონდეს სპეციალური პლომბი;
  • ფხვნილოვან ცეცხლმაქრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მანომეტრი.

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, საქართველო, ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2ა კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის

დასახელება - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ცეცხლმაქრების შესყიდვასთან დაკავშირებით და ნომერი #19/02-G-GIEC-FireExting-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ავთანდილ მანჯავიძე, ტელ: 595711272

შეთავაზების ვალუტა: ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების ჩათვლით)

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი , 17:00 სთ.

საკონტაქტო პირი:
amanjavidze@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები