ჩაბარების ვადა:

10 მარტი 2024, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T21020 - ფასთა გამოკითხვა რუსთავის ცემენტის ქარხანაში დამატებითი დატვირთვის წერტილების ნაგებობების დეტალურ პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია გეგმავს რუსთავის ცემენტის ქარხანაში, #11 და 13 ცემენტის სილოსებისათვის ნაყარი ცემენტის დატვირთვის ინდივიდუალური წერტილების მოწყობას. აღნიშნული ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ნაყარი ცემენტის დატვირთვის ნაგებობების დეტალური სამშენებლო პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს:

  • გენგემა (layout drawing), საპროექტო ობიექტისა და მისი მიმდებაარე არსებული შენობა ნაგებობების ჩვენებით;
  • დატვირთვის ნაგებობების ე.წ განლაგებით ნახაზს (General arrangement drawing), ნაგებობაში მოწყობილობების განლაგებისა და სართულების გეგმებით;
  • შენობა ნაგებობების კონსტრუქციული ნაწილის დეტალური პროეტი;
  • არქიტექტურული პროექტი;
  • სამუშაოების ორგანიზაციის პროექტი.

ჰაიდელბერგცემენტ საქართველო არის ერთერთი ლიდერი კომპანია ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე საქართველოში და წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხილ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ყავს 6000ზე მეტი დასაქმებული , და ფლობს ცემენტის წარმოების ორ ინტეგრირებულ ქარხანას, ერთ დაფქვის საწარმოს და თექსვმეტ ბეტონის ქარხანას.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • დამკვეთთან შეთანხმებით საპროექტო ობიექტების გენგემაზე დასმა;
  • დამკვეთიდან მიწოდებული ტიპიური პროექტის და მოწყობილობების დეტალური ნახაზების ბაზაზე, განლაგებითი ნახაზების მომზადება და დამკვეთთან შეთანხმება;
  • შეთანხმებული განლაგებითი ნახაზების საფუძველზე, შენობა ნაგებობის დეტალური კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტის მომზადება;
  • პროექტის შეთანხმება ადგილობრივ თვითმართველობასთან;
  • სამშენებლო სამუშაოების მოცულობების უწყისი, რომელშიც ასახული იქნება მშენებლობის ყველა ეტაპის შესაბამისი სამუშაოების მოცულობები;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტის რედაქტირება დამკვეთის შენიშვნების მიხედვით.

პროექტი თანხვედრაში უნდა იყოს ჰაიდელბერგცემენტის შიდა პროექტირების სტანდარტებისა და კრიტერიუმებისა და ქვეყანაში არსებული ყველა მოქმედ სტანდარტთან და მოთხოვნასთან.

შემსრულებელმა უნდა მოგვაწოდოს საპროექტო დოკუმენტაციის 1 ბეჭდური ეგზემპლარი და ყველა საპროექტო დოკუმენტი ორიგინალ ფაილში.

ყველა დოკუმენტი შესრულებული უნდა იყოს შესაბამის პროგრამაში, ხელით შესრულებული დოკუმენტები არ მიიღება დამკვეთის მიერ. ქვემოთ მოცემულია პროგრამები რომლებიც მისაღებია შეთანხმების გარეშე:

  • ტექსტური დოკუმენტები, წერილები : MS Word
  • ცხრილები, ანგარიშები: MS- Excel
  • გეგმაგრაფიკები: MS – Project
  • ნახაზები და სქემები: AUTOCAD 

ამასთან ყველა ეს დოკუმენტი მოწოდებული უნდა იყოს pdf Acrobat ფორმატშიც. აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.

ყველა ზემოთ მითითებული სამუშაო უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალების და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი მოცულობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: რუსთავის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 10.03.2024– 12:00 საათი

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე: HeidelbergCement Georgia Ltd 21 ალ. ყაზბეგის გამზირი 0160 თბილისი, საქართველო.

საკონტაქტო ინფორმაცია:
vladimer.surguladze@heidelbergcement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები