ჩაბარების ვადა:

5 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21040 - ტენდერი ქ.თბილისში, გ.ჭყონდიდელის N34-ში და ალიო მირცხულავას N9/11-ში გარე ტერიტორიის ინვენტარისა და ხე-მცენარეების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: დაემატა დოკუმენტები - ,,დასადგამი სკამი" და ,,ატრაქციონის ზომები".

ტენდერის აღწერილობა:

შპს ოპტიმა აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქ.თბილისში, გ.ჭყონდიდელის N34-ში და ალიო მირცხულავას N9/11-ში გარე ტერიტორიის ინვენტარისა და ხე-მცენარეების შესყიდვაზე.

1.1 ნასყიდობის საგნის/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

ჭყონდიდელისა და მირცხულავას პროექტებისთვის გარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს სხვადასხვა გარე გამოყენების ინვენტარის განთავსება და ასევე, უნდა მოხდეს ბალახის ჰიდროთესვა და დაირგოს ხე-მცენარეები, რომელთა შესახებ ინფორმაცია და განთავსების არეალები მოცემულია თანდართულ ფაილებში. ხე-მცენარეების შემთხვევაში შეთავაზება უნდა მოიცავდეს შეძენას, ობიექტებზე ტრანსპორტირებას, ჩამოცლასა და დარგვას, ინვენტარის შემთხვევაში - ადგილზე ტრანსპორტირებასა და მონტაჟს.

შენიშვნა: გარე ინვენტარის შემთხვევაში მოცემული ვიზუალები არის საორიენტაციო და არ არის აუცილებელი, რომ ზუსტად იდენტური იყოს, შესაძლებელია მსგავსი ინვენტარის შემოთავაზება. მცენარეების ნაწილში შესაძლოა განვიხილოთ ორი სხვადასხვა სპეციფიკაციის ვარიანტი (სიმაღლე, ღეროს გარშემოწერილობა).

მისაღებია, თუ მხოლოდ ხე-მცენარეების ან მხოლოდ გარე ინვენტარის ნაწილში მოხდება შეთავაზების წარმოდგენა.

1.2 მოთხოვნები

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.4 კომპანიის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც მაქსიმალურად დეტალურად იქნება ჩაშლილი გამოსაყენებელ მასალათა სპეციფიკაციები და მოცემულია იქნება ვიზუალი, ხე-მცენარეების შემთხვევაში კი სიმაღლე, ღეროს გარშემოწერილობა, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია.
  • ინფორმაცია შესრულების ვადების და გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საავანსო გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე;
  • ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის ჯამური ღირებულების 5%-ზე შესრულების გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო პირობების შესახებ;
  • კომპანიის პორტფოლიო შესრულებული/განხორციელებული პროექტების შესახებ

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული კომერციული პირობების შესაბამისად;

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 5 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შესყიდვების წარმომადგენელი
სალომე ქოქიაშვილი
ელ.ფოსტა sqoqiashvili@m2.ge
მობ: 579 91 22 33

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები
  • 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები
  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 თებერვალი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა