ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2024, 18:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T21050 - ტენდერი Amazon web service-ზე ცენტრის გამოყენებაში არსებული სერვისების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ტენდერს Amazon web service-ზე ცენტრის გამოყენებაში არსებული სერვისების შესყიდვაზე.

ამოცანა: შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს AWS-ის არსებულ სერვისების შესყიდვა AWS-ის ოფიციალური პარტნიორი გამყიდველი კომპანიებისაგან. აღწერაში მითითებულია ტექნიკური მოთხოვნები AWS-ის შესყიდვისათვის 2024 წლის 1 მარტიდან 2025 წლის 1 მარტამდე.

შეძენის პირობები:

  • სერვისის მომწოდებელი უნდა იყოს AWS-ის ოფიციალური წარმომადგენელი/პარტნიორი ან Resseler-ი (უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი);
  • ნებისმიერ დროს შესაძლებელი უნდა იყოს დამატებითი AWS-ის სერვისების შესყიდვა იგივე გაყიდვის პირობებით, რომელიც შეთანხმებული იქნება კონტრაქტით უკვე არსებულ სერვისებზე;
  • გამოყენებული AWS-ის სერვისების ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ. გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგი თვის 15 რიცხვამდე, წარმოდგენილი ინვოსის/მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. შესაბამისი ინვოისი/მიღება-ჩაბარების აქტი ყოველთვიურად ავტომატურად უნდა მოვიდეს მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე არა უგვიანეს შემდეგი თვის 5 რიცხვისა;
  • თანხის ჩარიცხვის შეფერხების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სერვისის წყვეტა შემდეგი თვის ბოლომდე. შემდეგი თვის ბოლომდე თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სერვისის გათიშვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე უნდა განხორციელდეს ცენტრის წერილობითი გაფრთხილება;
  • ცენტრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მხოლოდ თავად განახორციელოს AWS-ის სერვისების ადმინისტრირება, მათ შორის მართოს ე.წ. რესურსების რეზერვირების პირობები. რეზერვირების პირობების ცვლილების შემდეგ გადასახდელი ჯამური თანხის შემცირების შემთხვევაში ცენტრი იღებს ვალდებულებს აღნიშნული წინასწარ შეათანხმოს სერვისის მომწოდებელთან;
  • კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გადატრანსფერების პროცესში, არსებული სერვისის წყვეტა არ უნდა მოხდეს, რაც გულისხმობს, რომ კონტრაქტის გადატრანსფერების პროცესი უნდა განხორციელდეს ისე, რომ ცენტრს არ შეუწყდეს წვდომა AWS-ის სერვისებთან;
  • კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ სხვა კონტრაქტზე გადასვლა უნდა განხორციელდეს ასევე სერვისის წყვეტის გარეშე, რაც გულისხმობს, რომ სხვა პარტნიორთან გადატრანსფერება ან სხვა ტიპის საგადახადო სისტემაზე გადასვლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ცენტრს არ შეუწყდეს წვდომა AWS-ის სერვისებთან;
  • მომწოდებელმა უნდა მოგვაწოდოს ცენტრის მიერ წარმოდგენილ AWS-ის სერვისების კალკულატორში მითითებული თანხის შესაბამისი ფასდაკლება და წარმოდგენილ წინადადებაში უნდა მიუთითესო AWS-ის სერვისების კალკულატორით მიმდინარე ღირებულება, ფასდაკლების პროცენტი და ფასდაკლებული ღირებულება, რომლის გადახდაც უნდა განახორციელოს ცენტრმა.

პრეტენდენტებმა წინადადება უნდა წარმოადგინოს მითითებული კალკულატორების მიხედვით.

არსებული სერვისების აღწერა

დღეისათვის გვაქვს AWS-ის სერვისები. ამ დროისათვის მიმდინარეობს ცენტრის ელექტრონული სერვისების დიდი ნაწილის AWS-ში მიგრაცია, რომელიც სავარაუდოდ დასრულდება 2024 წლის მარტის თვეში. კალკულატორით წარმოდგენილია სრულად სერვისები (რესურსების 3 წლიანი რეზერვირებით), რომელიც გვექნება 2024 წლის მარტის ბოლოსათვის.

კალკულატორი - AWS-ში ცენტრის სერვისების კალკულატორი 2024 წლის მარტის თვისათვის.

https://calculator.aws/#/estimate?id=3fe64117410fd698cf4e19f4c7bbdbd6ab010ae6

შენიშვნა:

  • წინადადების წარმოდგენის პროცესში იხელმძღვანელეთ აღნიშნული კალკულატორით. გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორში მითითებულია AWS-ის სერვისები 3 წლიანი რეზერვირებით, ხოლო ტენდერი მოიცავს AWS-ის სერვისების მიწოდებას მხოლოდ 1 წლის განმავლობაში.
  • ნებისმიერ დროს შესაძლებელი უნდა იყოს დამატებითი AWS-ის სერვისების შესყიდვა იგივე გაყიდვის პირობებით, რომელიც შეთანხმებული იქნება კონტრაქტით უკვე არსებულ სერვისებზე;
  • AWS-ის სერვისების რეზერვირების პროცესის მართვა ცენტს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად, AWS-ის სერვისების მიმწოდებლის გარეშე.

ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • AWS-ის ოფიციალური წარმომადგენელი/პარტნიორი ან Resseler-ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ბმული საიდანაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გადამოწმება.
  • კომპანიის წინადადება დოლარში, ატვირთვის თარიღით და ბეჭდით დამოწმებული

ჩამოთვლილი სატენდერო დოკუმენტაცია განათავსეთ ვებ გვერდზე https://tenders.ge/ 2024 წლის 20 ოქტომბრიდან არაუგვიანეს 2024 წლის 27 თებერვლის 18:00 საათისა;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:202წლის, 27 თებერვალი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში. 

ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ მინდიაშვილი,
ელ-ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge
მობ: 591 404046

ტექნიკური საკითხების მიმართულებით:
საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგანაშვილი,
ელ-ფოსტის მისამართი: ggiorganashvili@tpl.ge
მობ: 595 184444

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 თებერვალი 2024 დრო 15:45
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა