ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T21065 - ტენდერი შენობების კონტრუქციული ნაწილის შემოწმება/დასკვნების მომზადებასა და გათბობა/გაგრილება/ვენტილაცია/წყალკანალიზაციის პროექტების მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის/კომპანიების შესარჩევ ტენდერს შენობების კონტრუქციული ნაწილის შემოწმება/დასკვნების მომზადებისა და გათბობა/გაგრილება/ვენტილაცია/წყალკანალიზაციის პროექტების მომზადების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით.

ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • ცნობა დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
  • კონსტრუქტორის,არქიტექტორის და გათბობა-გაგრილების პროექტის შემდგენის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ტენდერი ტარდება ორ ლოტად.
პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტშიც.

სატენდერო მოთხოვნები:

ლოტი #1

  • შენობის კონტრუქციული შემოწმება, დასკვნების შედგენა;
  • კონსტრუქციული პროექტების შედგენა;
  • ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა;
  • გელოგიური კვლევების წარმოება;
  • არქიტექტურული ნახაზების შედგენა;
  • მერიასთან შეთახმება - პროექტების შესაბამის სამსახურებში.

გთხოვთ ღირებულება წარმოადგინეთ 1 კვ.მ.-ის მიხედვით:

გთხოვთ მიუთითეთ ქალაქ გარეთ ტრანსპორტირების შემთხვევაში 1 კმ -ის ღირებულება:

ლოტი #2

  • გათბობა/გაგრილება/ვენტილაცია/წყალკანალიზაციის პროექტის შედგენა;
  • სადრენაჟე პროექტების შედგენა;

გთხოვთ ღირებულება წარმოადგინეთ 1 კვ.მ.-ის მიხედვით:

გთხოვთ მიუთითეთ ქალაქ გარეთ ტრანსპორტირების შემთხვევაში 1 კმ ს ღირებულება:

  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია/კომპანიები გამოვლინდება და ხელშეკრულება დაიდება საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება, დანართი #1);
  • წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 28 თებერვალი, 17:00 საათი.

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადაგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge

ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა:Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595901200

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი
შესყიდვების ჯგუფის უფროსი
გიორგი მდივნიშვილი
ელ.ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@lb.ge  
მობ: 551888398.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები