ჩაბარების ვადა:

22 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21081 - ტენდერი აზომვითი სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“  აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით, აზომვითი სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. ასევე, სამუშაოს შესრულების ვადა და გადახდის პირობა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 22 მარტის  ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო #7.  

აზომვითი  მომსახურების  შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად,  ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის მანძილზე. სილქნეტის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერის #: 2024/8

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024  წლის 22 მარტი ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • კლიენტების ჩამონათვალი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

მოთხოვნა:

წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეულისატენდერო კომისია
საკონტაქტო პირიინა საჯაია, სოსო მაზმიშვილი
ტელეფონი: +995 599 55 25 53  +995 555 54 05 54
E-mail: tenders@silknet.com; SMazmishvili@silknet.com ISajaia@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო #7

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები