ჩაბარების ვადა:

29 თებერვალი 2024, 11:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21087 - ტენდერი საარქივე მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საარქივე მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს (შემდგომში „პრეტენდენტი“) მონაწილეობის მისაღებად.

1.2 შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება), რაოდენობა/მოცულობა

შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერა იხილეთ დანართებში:

  • დანართი N1- „ტექნიკური დავალება“
  • დანართი N2- „ფასების ცხრილი“

1.3 განფასება

ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით. 

1.4 მომსახურების მიღების წესი, ფორმა და ვადა

მომსახურების მიღების წესი, ფორმა და ვადა უნდა განისაზღვროს დანართ N2-ში, კომენტარის ველში.

1.5 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში: გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად), მომსახურეობის მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების/ფაქტურის დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

„პრეტენდენტს“ უნდა გააჩნდეს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის მომსახურეობის გაწევის გამოცდილება.

1.7 სპეციალური მოთხოვნები

  • „პრეტენდენტი“ ვალდებულია „შემსყიდველს“ წარუდგინოს ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი ფართის საკუთრებაში ან მოხმარებაში ქონის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • „პრეტენდენტი“ ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში „შემსყიდველს“ დაათვალიერებინოს ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი ფართი.

1.8 „პრეტენდენტის“ მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • შევსებული ფასების ცხრილი; (დანართი N2);
  • ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი ფართის საკუთრებაში ან მოხმარებაში ქონის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ISO ან (ანალოგი) სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემხვევაში);
  • „პრეტენდენტი“ კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე და ტექნიკურ დავალებაზე, რომელთა დასადასტურებლად „პრეტენდენტმა“ უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წინამდებარე „ზოგადი სატენდერო მოთხოვნები“ და ხელმოწერილი დანართი N1- „ტექნიკური დავალება“.
  • რეკომენდაციები კომპანიებისგან, რომლებსაც „პრეტენდენტი“ კომპანიის ფართში შენახული აქვთ 3000-ზე მეტი ერთეული სააქრივე ყუთი.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • შემოთავაზება აუცილებლად უნდა აიტვირთოს ტენდერს.ჯი-ს ვებგვერდზე. დაუშვებელია შემოთავაზების ელ. ფოსტაზე გამოგზავნა.

1.9 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის „პრეტენდენტი“ არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • „პრეტენდენტის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • „შემსყიდველი“ გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილს. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული „პრეტენდენტს“ მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • „შემსყიდველი“იტოვებს უფლებას გადაამოწმოს „პრეტენდენტებისგან“ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია „პრეტენდენტი“ კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ „პრეტენდენტის“ მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, „პრეტენდენტი“ იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობსარავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი, 11:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭრიკიშვილი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: mtchrikishvili@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1304); მობ:  599 005 995

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 მობ:  595 22 66 94

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 თებერვალი 2024 დრო 11:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა