ჩაბარების ვადა:

5 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21105 - ტენდერი ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა: 5 მარტი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციისა და გეოფიზიკური კვლევის განხორციელებისათვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შესყიდვაზე.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციის შესყიდვა ქვემოთ მოცემული მოცულობების შესაბამისად განხორციელდება. (იხ. ხარჯთაღრიცხვა).

გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკაციები მოცემულია დანართი N1.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში და შესაბამისი სადაზღვევო პოლისი წარუდგინოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“. აღნიშნულ პოლისში ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება წინამდებარე დოკუმენტის 1.2 პუნქტში მოცემული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოზე.

1.4 სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

დუშეთის მუნიციპალიტეტი, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპირო, ჟინვალჰესი.

სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, საიდანაც კონტრაქტორის მიერ უშულაოდ გვირაბში განსახორციელებელი სამუშაოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 კალენდარულ დღეს. გვირაბში შესასრულებელი სამუშაოების შესრულების მიზნით გვირაბის (ჰესის გაჩერების) სავარაუდო ვადა განისაზღვრება 25 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით,რომელიც დაზუსტდება ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, შესაბამისად ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მხოლოდ ზემოთ განსაზღვრულ გვირაბის სავარაუდო გაჩერების ვადაში უზრუნველყოს უშუალოდ გვირაბში განსახორციელებელი სამუშაოების შესრულება.

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

მოწოდებული მომსახურების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით.

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

მოთხოვნა ზოგადი გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ ორი მსგავსი მოცულობის და სირთულის სამუშაოების შესრულების წარმატებული გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

მოთხოვნა სპეციფიური გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის და რეაბილიტაციის სფეროში უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ ორი პროექტის შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან უნდა დგინდებოდეს მინიმუმ ქვემოთ განსაზღვრული სამუშაოების შესრულება:

  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია, წყალსატარი ან მსგავსი მშენებელობის დროს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რეგულირება;
  • საცემენტაციო სამუშაოები გვირაბში და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში;
  • მიწისქვეშა რკინაბეტონის სამუშაოების შესრულება, დაზიანებული ბეტონის მოსახვის აღდგენა და რეაბილიტაცია;
  • ფილტრაციული წყლების ლიკვიდაცია პოლიურეთანის ფისის ინექციების გამოყენებით.

1.7 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს ცხრილში განსაზღვრულ პოზიციებზე დასაქმებული სათანადო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ ჰიდროტექნიკური ნაგებობების, გვირაბების და მიწისქვეშა ნაგებობების მშენებელობის და რეაბილიტაციის სფეროში სამუშაო გამოცდილება, ამასთან კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ პროექტით მოთხოვნილი სამუშაოების ანალოგიური და პუნქტი 1.6-ში განსაზღვრული სპეციფიური სამუშაოების განხორციელების გამოცდილება არანკლებ ცხრილში დაფიქსირებული ვადის განმავლობაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი CV-ები.

გარდა წამყვანი სპეციალისტებისა, პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს ტექნიკური პერსონალი, კერძოდ მხაზველების და ტოპოგრაფების ჯგუფი, რომელთაც უნდა გააჩნდეთ გამოცდილება საშემსრულებლო დოკუმენტაციის (ნახაზები, სქემები) მომზადებასა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების დადგენაში (აზომვაში) არანკლებ ცხრილში განსაზღვრული ვადით, აღნიშნულზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი CV-ები.

ცხრილში განსაზღვრული თითოეული პოზიციისთვის პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს როგორც ძირითადი ასევე ალტერნატიული კანდიდატის მონაცემები.

No
პოზიცია მსგავსი სამუშაოების გამოცდილება (წელი)
1
პროექტის მენეჯერი
15
1A
პროექტის მენეჯერი (ალტერნატივა)
15
2
მშენებლობის მენეჯერი 8
2A
მშენებლობის მენეჯერი (ალტერნატივა) 8
3
უბნის უფროსი 8
3A
უბნის უფროსი 8
4
ცვლის უფროსი (2) 8
4A
ცვლის უფროსი (2) 8
5 მხაზველი (2) 8
6 მხაზველი (2) 8


1.8 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ:

პრეტენდენტს სამუშაოების განსახორციელებლად უნდა გააჩნდეს მინიმუმ ცხრილში განსაზღვრული (ან მისი ალტერნატიული) საჭირო აღჭურვილობა.

შენიშვნა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას განახორციელოს პრეტენდენტის მატერიალურ- ტექნიკური ბაზის ადგილზე დათვალიერება და მათ მიერ ტენდერში განსაზღვრული საჭირო აღჭურვილობის ინსპექტირება.

 

No
დასახელება, პარამეტრი რაოდენობა
1 საბურღი მექანიზმი 2
2 საცემენტაციო დანადგარი 2
3 ამწე მექანიზმი (Forklift)
1
4 ამწე
1
5 მტვირთავები, S220 ტიპის ბობკატები
2
6 სატვირთო დამფერები
3
7 სპეციალური მოწყობილობა პოლიურეთანის ფისის ინექცირებისათვის
2
8 CaZiruli ტიპის ტუმბო (300 m3/sT)
2
9 ბეტონის ტუმბო
2
10 დიზელ გენერატორი  
2
11 მძლავრი პროჟექტორი
2


1.9 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები:

ქვეკონტრაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6, 1.7 და 1.8 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაზედაც წარმოდგენილ უნდა იქნას დასახელებული პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

1.10 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

დასაშვებია ავანსი არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ის ოდენობით, ასეთ შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორიციელდება მხოლოდ საავანსო გარანტიის საფუძველზე.

1.11 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი წინადადების 5%-ის ოდენობით, რომელიც  გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.12 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ 1.8 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ 1.5 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
  • ქვეკონტრაქტორის ასეთის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის გაფორმებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი და 1.9 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ხელმოწერილი კონტრაქტორის განაცხადი (გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმებისთვის)
  • ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია წინამდებარე დოკუმენტით ან მის დანართებში არსებული მოთხოვნების შესაბამისად;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.13 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
     - გაკოტრების პროცესში;
     - ლიკვიდაციის პროცესში;
     - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულებისვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 მარტი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 599 505 067

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 თებერვალი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა