ჩაბარების ვადა:

11 მარტი 2024, 23:59

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21108 - ტენდერი დიზელ-გენერატორების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს დიზელ-გენერატორების შესყიდვაზე.

რაოდენობა: 2

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებითგათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების  ფასი;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - ტექნიკური მახასიათებლები (დანართი 1);
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
    - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 3)
    - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა:

შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი N1-ში,  შესავსები ფასები ცხრილი დანართი N3-ში;

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებითდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;

დამატებითი პირობები:

გამარჯვებული კომპანია, შემგომში როგორც მიმწოდებელი, ვალდებულია განახორციელოს ობიექტზე არსებული გენერატორების (2 ცალი) და სტაბილიზატორის გეგმიური შემოწმება კვარტალში ერთხელ.

დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაუწიოს სს „ჯორჯიან ქარდს“ სრულყოფილი სატელეფონო კონსულტაცია შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • თუ მწყობრიდან გამოსულია ორივე გენერატორი: სპეციალისტების გამოცხადება ობიექტზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 1 საათში.
  • თუ მწყობრიდან გამოსულია ორივე გენერატორი: სპეციალისტების მიერ პრობლემის დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 30 წუთში.
  • თუ მწყობრიდან გამოსულია ორივე გენერატორი: სპეციალისტების მიერ პრობლემის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს დიაგნოსტიკიდან არაუგვიანეს 2,5 საათში.
  • თუ მწყობრიდან გამოსულია ერთ-ერთი გენერატორი, ხოლო მეორე მუშაობს: სპეციალისტების გამოცხადება ობიექტზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 საათში.
  • თუ მწყობრიდან გამოსულია ერთ-ერთი გენერატორი, ხოლო მეორე მუშაობს: სპეციალისტების მიერ პრობლემის დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 1 საათში.
  • თუ მწყობრიდან გამოსულია ერთ-ერთი გენერატორი, ხოლო მეორე მუშაობს: სპეციალისტების მიერ პრობლემის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს დიაგნოსტიკიდან არაუგვიანეს 8 საათში.

რეაგირებისთვის განკუთვნილი დროის მაქსიმალური გადაცილება განისაზღვროს 10 %-ით.

თითოეული საეჭვო ან/და ავარიულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიმწოდებელი უზრუნველყოფს სს „ჯორჯიან ქარდი“-სთვის შესაბამისი ანგარიშის/ რეპორტის მიწოდებას, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი არსებული დაზიანების აღმოფხვრის გზები, მეთოდები და რეკომენდაციები სამომავლოდ მსგავსი ავარიული სიტუაციის თავიდან ასარიდებლად.

ანგარიშის/რეპორტის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შემოწმების ჩატარების/პრობლემის აღმოფხვრის განხორციელებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.

სს “ჯორჯიან ქარდი“ ვალდებულია:

  • დროულად უზრუნველყოს მიმწოდებლისთვის შეტყობინების მიწოდება ობიექტზე გამოვლენილი საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციების შესახებ;
  • მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი სპეციალისტები დაუბრკოლებლად დაუშვას ობიექტზე;
  • ავარიული სიტუაციების შესახებ მიმწოდებელს შეტყობინება მიეწოდება ელ. ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით, საკონტაქტო მონაცემად განისაზღვრება შემდგომ სს“ ჯორჯიან ქარდ“-ის მხრიდან.
  • ობიექტზე განთავსებულ გენერატორებზე და სტაბილიზატორზე გეგმიური ან/და სს“ ჯორჯიან ქარდ“-ის გამოძახების საფუძველზე შემოწმების ჩატარებისას, დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაზიანებული ნაწილების გამოცვლა განხორციელდება სს „ჯორჯიან ქარდ“-ში არსებული სარეზერვო მასალებით. მასალების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს დაზიანების აღმოსაფხვრელად მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში მიაწვდის სს „ჯორჯიან ქარდს“, ხოლო შემდგომ ობიექტზე გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით პერიოდულად დამატებით აცნობებს სს „ჯორჯიან ქარდს“ საჭირო მასალის ჩამონათვალს.
  • ზემოაღნიშნული პირობების გაწერა მოხდება ხელშეკრულებაში, რომლის მიმწოდებლის მხრიდან სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად სს „ჯორჯიან ქარდი“-სთვის მიყენებული ზიანი (ზარალი) დაანგარიშდება და მიმწოდებელს წარედგინება უშუალოდ სს „ჯორჯიან ქარდ“- ის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების საფასურს 50%.
  • ამასთან, სს „ჯორჯიან ქარდ“- ის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ზიანის (ზარალის) შესახებ მიმწოდებლის მიერ არ გახდება სადაო და ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად.
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

თანდართული დოკუმენტაცია:

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • დანართი 1: ტექნიკური მახასიათებლები;
  • დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები;
  • დანართი 3: ფასების ცხრილი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 მარტი, 23:59
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
577 331197

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 თებერვალი 2024 დრო 14:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა