
19 იანვარი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT2111 - ტენდერი თარგმნის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს - ერთ ლოტად, თარგმნის მომსახურების შესყიდვის თაობაზე შემდეგ ენებში: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი:
სამუშაო გამოცდილება წერილობითი თარგმანების შესრულებაში:
- თარგმნა ქართული ენიდან რუსულ ენაზე;
- თარგმნა რუსული ენიდან ქართულ ენაზე;
- თარგმნა ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე;
- თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე;
- თარგმნა ქართული ენიდან გერმანულ ენაზე;
- თარგმნა გერმანული ენიდან ქართულ ენაზე;
- თარგმნა ქართული ენიდან ფრანგულ ენაზე;
- თარგმნა ფრანგული ენიდან ქართულ ენაზე;
აპლიკანტმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
1. ფიზიკური პირის / ინდ. მეწარმის შემთხვევაში:
- პირადობის / ინდ. მეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
- CV (ინფორმაცია / მოკლე აღწერილობა / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ)
2. იურიდიული პირის (კომპანიის) შემთხვევაში:
- იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
- ინფორმაცია / მოკლე აღწერილობა შესაბამისი კომპანიის / თარჯიმანის მოღვაწეობის / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3. ფიზიკური/იურიდიული პირის შემთხვევაში:
- რეკვიზიტები
- განაცხადი/შეთავაზების ფაილი, რომელიც დეტალურად მოიცავს თარგმანის შესრულების ფას(ებ)ს*, 1 თაბახის (ა4 ფორმატის) ფურცელზე შესრულებულ თარგმანზე (იხილეთ დანართი).
- თარგმანის ღირებულება ვადების მიხედვით (დაჩქარებული/სტანდარტული და ა.შ.);
- ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით);
- მომსახურების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მოთხოვნის შესაბამისად 24 თვის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ კომპანიის ოფისში, (ქ. თბილისი, ახვლედიანის ქ. 23) ან ელ. მისამართზე g.giorgobiani1988@gmail.com
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2017 წლის 19 იანვარი, 15:00 სთ.
წინადადების მიწოდების ფორმა: დახურული კონვერტი
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: გვანცა გურჩიანი; გიორგი გიორგობიანი;
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია
მის.: თბილისი, ახვლედიანის ქ. N23
ელ. ფოსტა: gurchianigvancsa@gmail.com; g.giorgobiani1988@gmail.com;
ტელეფონი: +(995) 577 48 02 25; +(995) 577 64 00 74;
ტენდერის კატეგორია:
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები