ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2024, 23:59

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21118 - ტენდერი სერვერების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 15 მარტი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჯორჯიან ქარდი“ (ს/კ 204 396 377) აცხადებს ტენდერს სერვერების შესყიდვაზე. რაოდენობა: 2 ცალი;

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებულიდოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ჯამური ფასი;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და ე.წ. datasheet ფაილები;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში დღგ-ს ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
     - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
     - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
     - გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში) (დანართი 3)
     - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
     - MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმისდასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

დავალებათა აღწერილობა:

შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 3-ში.

სატენდერო მოთხოვნები:

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებითდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;

პრეტენდენტმა MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც - ასეთის არსებობსი შემთხვევაში.

საყურადღებო პირობა:

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სს “ჯორჯიან ქარდ”-ს ორი თვის ვადით უნდა მიაწოდოს მოთხოვნილი ტექნიკა, რათა თავსებადობის მიზნით მოხდეს ტექნიკის შემოწმება;

აღნიშნულ პერიოდში, ტექნიკის წარმადობა შემოწმდება სხვადასხვა სცენარებით, ასევე მოხდება კომპანიაში არსებული სერვერების წარმადობასთან შედარება.

მოთხოვნილი ტექნიკის შეძენა  მოხდება დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში.

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულებისგაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

თანდართული დოკუმენტაცია:

  • დანართი 1: ფასების ცხრილი
  • დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
  • დანართი 3: გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 მარტი, 23:59
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
577 331197

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 თებერვალი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა