ჩაბარების ვადა:

11 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21122 - ტენდერი მარკეტინგული ინვენტარის სატრასნსპორტო და აღრიცხვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს: 

  • ნომრით  #- EF-GE/674
  • დანიშნულება: მარკეტინგული ინვენტარის სატრასნსპორტო და აღრიცხვის მომსახურების შესყიდვა.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი მომსახურების აღწერილობით;

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

  • წლის განმავლობაში, მომწოდებელს გაეგზავნება შეკვეთები, მარკეტინგის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად.
  • მომწოდებელი ვალდებულია, გააკეთოს იმ ინვენტარის აღრიცხვა, რომლის ტრანსპოტირებასაც ახდენს, ხოლო ტრანსპორტირების დასრულებისას წარუდგინოს რეპორტი შემკვეთის მიერ გამოყოფილ შესაბამის პირს შეთანხმებული ფორმატით.
  • მომწოდებელი ვალდებულია შემკვეთთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში შეასრულოს ტრანსპორტიების ან/და მასთან თანმდევი მომსახურება.
  • სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
  • გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასები წლის განმავლობაში.
  • გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურები მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მიღება-ჩაბარება გაფორმდება ყოველი თვის ბოლოს, გაწეული მომსახურებების საფუძველზე.

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

ტენდერის ვადები:

შემოთავაზების მიღება იწყება 28.02.2024 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 11.03.2024 - 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა:  salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები