ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21143 - ტენდერი გამათბობელი ქვაბების შესყიდვასა და მონტაჟზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა: 1 აპრილი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ოპტიმა“ და შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გამათბობელი ქვაბების შესყიდვასა და მონტაჟზე. 

  • მირცხულავას 9/11-ში
  • ჭყონდიდელის 22-ში
  • ნუცუბიძის 125-ში  

1.2 ნასყიდობის საგნის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • მირცხულავას 9/11-ში - 6,7 კორპუსებში - 265 ერთეული გამათბობელი ქვაბის შესყიდვის და სამონტაჟო სამუშაობის განხორციელება 
  • ჭყონდიდელის 22-ში- 11 კორპუსში 25 ერთეული გამათბობელი ქვაბის შესყიდვის და სამონტაჟო სამუშაობის განხორციელება 
  • ნუცუბიძის 125-ში - 1,2 კორპუსში 155 ერთეული გამათბობელი ქვაბის შესყიდვის და სამონტაჟო სამუშაობის განხორციელება
  • ჯამში (სამივე ობიექტისთვის): 445 ცალი გამათბობელი ქვაბი

ინფორმაცია ბინების რაოდენობების, მოცულობების შესახებ. (ნახაზები, დეტალური ბაზა ფართების შესახებ, სურათები არსებული სიტუაციის ქვაბების დამონტაჟებამდე) გაზიარდება დაინტერესებულ მხარესთან NDA-ის (კონფიდენციალობის შეთანხმების) ხელმოწერის საფუძველზე:

  • დანართი 1: შპს ოპტიმა - NDA
  • დანართი 2: შპს მ2 ნუცუბიძეზე 2 - NDA

1.3 განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ქვემოთ მოცემული ფასების ცხრილის მიხედვით.
  • დანართი 3: ფასების ცხრილი

1.4 საქონლის/ სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • საქონლის მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს თბილისში, მირცხულავას 9/11-ში;  ჭყონდიდელის 22; ნუცუბიძის 125-ში.
  • ჩაბარება/მონტაჟის ვადა:  2024 მაისიდან, 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერი, დეტალური გეგმა-გრაფიკი გაზიარდება NDA-ის ხელმოწერის შემდგომ

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მოწოდებიდან და სამონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დასაშვებია ავანსის წესით ანგარიშსწორებაც.

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი ტენდერზე თანდართული ექსელის ფორმატის შესაბამისად;
  • ინფორმაცია მიწოდების ვადის და საგარანტიო პირობების შესახებ, მაგრამ გარანტიის ნაწილში არანაკლებ 5 წლისა სამონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაცია საავანსო გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე.
  • ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის ჯამური ღირებულების 5%-ზე შესრულების გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე.

1.7 შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული კომერციული პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება მხოლოდ ერთ კომპანიასთან.

1.9 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024წლის, 1 აპრილი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შესყიდვების წარმომადგენელი:
მარიამ წვიმიტიძე
მობ: 577185050
ელ.ფოსტა: mtsvimitidze@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 თებერვალი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა