
3 თებერვალი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2115 - მზარეული/კვების სერვისის კომპანია
კონკურსის აღწერილობა:
2010 წელს დაარსებული თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა საზღვარგარეთ გერმანული სკოლების ქსელის 140-ე წევრია.
სკოლა არის მშენებლობის პროცესში, 2017/2018 სასწავლო წლიდან სკოლას ეყოლება 1-8 კლასები. სკოლაში გერმანელი, ქართველი და სხვა ეროვნების ბავშვები გერმანული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლობენ. ეს არის გახანგრძლივებული სკოლა.
სკოლასთან არსებული საბავშვო ბაღი მდებარეობს სკოლის ეზოში, სკოლის შენობის გვერდით. ის მოცავს 3 საბავშვო ბაღის ჯგუფს, თითოეულში არის 20 ბავშვი.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით 2017 წლის 1 სექტემბრიდან სკოლის სასადილოს მართვისთვის ეძებს:
- მზარეულს, რომელიც იქნება სკოლის თანამშრომელი ან კვების მომსახურების კომპანიას, რომელიც თავის ბაზაზე შემოგვთავაზებს სასადილოს მართვას.
კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
სკოლა კონკურსის პირველ ეტაპზე ეძებს დაინტერესებულ ადამინებს/კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ მითითებული დავალების შესრულება და მზად არიან კონკურსის მომდევნო ეტაპებისთვის. მეორე ეტაპზე განიხილება მართვის, კონცეფციური და ფინანსური დეტალები.
კონკურსის ჩაბარების პირობები:
საჭირო დოკუმენტაცია:
მზარეულისთვის, სკოლის თანამშრომელი
- CV
- სამოტივაციო წერილი
- მოწმობები და რეკომენდაციები
- ხელფასის ოდენობა
კვების მომსახურების კომპანია
- ფირმის პრეზენტაცია
- რეკომენდაციები
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 3 თებერვალი
დაინტერესებულმა ადამიანებმა/კომპანიებმა, რომელთაც აქვთ აღნიშნული დავალების შესრულების გამოცდილება და შესაძლებლობა გამოგვიგზავნეთ თქვენი განაცხადი (ზემოთ მითითებული საბუთები) შემდეგ მისამართზე:
მისამართი:
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
გიორგი ხუბულური
verwaltung@deutscheschule.ge
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება