ჩაბარების ვადა:

13 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21162 - ტენდერი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მომსახურების და მონტაჟის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მომსახურეობის და მონტაჟის შესყიდვაზე.

მომსახურების აღწერილობა :

პრეტენდენტმა პერიოდული დაკვეთების შესაბამისად უნდა უზრუნველყოს ორი ნაბიჯის ობიექტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის (ვიდეო კამერები, ჩამწერი, მყარი დისკები, UPS, რეკი და სხვა) პირველად მონტაჟს, მათ შორის დაკაბელებასა და შესაბამისად გამართვას.

ასევე პრეტენდენტმა, მოთხოვნის მიხედვით ყველა ობიექტს (500-მდე ობიექტი) უნდა გაუწიოს დამატებითი სერვისი, რომელიც გულისხმობს ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში შემავალი ნებისმიერი ტექნიკის პირველად მონტაჟს, ასევე უკვე დამონტაჟებულ ტექნიკასა და ვიდეო-კამერებზე ცვლილებების შეტანასა და მათ სათანადო გამართვას;

სერვისი გულისხმობს, ტექნიკის მონტაჟს, დემონტაჟს, გადაადგილებას, გასწორებას (ხედვის მიმართულების შეცვლა), დაზიანებული ჩამწერისა თუ მყარი დისკების ამოცვლას და ა.შ.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ;
  • მომსახურეობის დეტალური აღწერილობა გთხოვთ, იხილოთ დანართი 1-ში;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 13 მარტი, 18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია / მარიამ სიხარულიძე
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 568 01 06 46
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge / tatuli.kostava@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა