ჩაბარების ვადა:

12 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21164 - ტენდერი პოლიგრაფიული მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვიანი“, სს „საქართველოს კლინიკები“, შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, შპს „ვიან ლოჯისტიკა“ და შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: პოლიგრაფიული მომსახურების შესყიდვა - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ვიანი“, შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ შპს „ვიან ლოჯისტიკა“ და სს „საქართველოს კლინიკები“.

­­შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 12 მარტის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

ტენდერის გამოცხადება - 28 თებერვალი 2024
სატენდერო წინადადებების მიღება -  12 მარტი 2024
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 19 მარტი 2024
ხელშეკრულების გაფორმება - 26 მარტი 2024

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შესასყიდი ბეჭდური პროდუქცია:

  • ბეჭდური პროდუქციის ჩამონათვალი, სპეციფიკაცია მოცემულია დანართ #1-ში, დანართ #1.1-ში და დანართი #1.2-ში (Excel-ის ფაილებში);
  • ბეჭდური პროდუქციის საბეჭდი ფაილები (ფოლდერი „საბეჭდი ფაილები“).

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

პრეტენდენტებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ როგორც ცალკე ვიანის ჭრილში რაც მოცემულია დანართი #1-ის სახით, ასევე ჯამურად ვიანსა და საქართველოს კლინიკების რაოდენობებზე რაც მოცემულია დანართი #1.1-ის სახით და მხოლოდ საქართველოს კლინიკებისთვის რაც მოცემულია დანართი #1.2-ის სახით.

კონსიგნაციის პირობა: მიმდინარე თვის მომსახურებებს ღირებულების ჩარიცხვა მოხდება, მომდევნო თვის ბოლოს.

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 500,000 ლარი.

სატენდერო წინადადება:

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი თავისი შემოთავაზების სახით (ლარში, დღგ-ს ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ის სახით სს ვიანისთვის და მასში შემავალი კომპანიებისთვის (შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი, შპს ვიან ლოჯისტიკა და შპს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი), დანართი #1.1-ს სახით, როგორც  სს ვიანისთვის და მასში შემავალი კომპანიებისთვის(შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი, შპს ვიან ლოჯისტიკა და შპს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი), ასევე სს საქართველოს კლინიკებისთვის ჯამურად და დანართი #1.2-ს სახით სს საქართველოს კლინიკებისთვის.
  • ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები).

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #6-ს სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):

იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
  • სრულად არ იქნება წარმოდგენილი:
     - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
     - არ შეესაბამება სინამდვილეს;
     - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 12 მარტი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, 
გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vian_nonmedequipment@vian.health

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:

გიორგი ბერიძე - ელ. ფოსტა: Beridzeg@vian.health; მობ: 591 32 64 22
ანა არქანია - ელ. ფოსტა: a.arkania@vian.health; მობ.: 591 948 277
ლაშა ხამხაძე - ელ. ფოსტა: lkhamkhadze@vian.health; მობ.: 591 94 82 86

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22100000 ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები და საინფორმაციო ფურცლები
  • 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
  • 22500000 საბეჭდი ფორმები ან ცილინდრები ან ბეჭდვისას გამოსაყენებელი სხვა საშუალებები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა

დოკუმენტაცია

დანართი # 1 ვიანი დანართი # 1 ვიანი
დანართი # 1 1 საქართველოს კლინიკები + ვიანი დანართი # 1 1 საქართველოს კლინიკები + ვიანი
დანართი # 1 2 საქართველოს კლინიკები დანართი # 1 2 საქართველოს კლინიკები
დანართი # 2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ დანართი # 2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
დანართი # 3 - ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი # 3 - ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი # 4 - აფიდატივი დანართი # 4 - აფიდატივი
დანართი # 5 მისამართები დანართი # 5 მისამართები
დანართი #6 სტანდარტული ხელშეკრულება დანართი #6 სტანდარტული ხელშეკრულება
პოლიგრაფია სატენდერო წინადადება პოლიგრაფია სატენდერო წინადადება
საბეჭდი ფაილები საბეჭდი ფაილები
სატენდერო ინფორმაცია - პოლიგრაფია სატენდერო ინფორმაცია - პოლიგრაფია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 მარტი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა