ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2024, 17:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T21176 - ინტერესთა გამოკითხვა სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ინტერესთა გამოკითხვას სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვანსადისტრიბუციო კომპანიას,რომელიცახორციელებსსაერთაშორისოკომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

განმარტება: აღნიშნული პროცესის მიზანია სარემონტო სამუშაოების ჩატარების ტენდერის გამოცხადებისათვის წინასწარ პოტენციური შემსრულებლების გაცნობა და მათ შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა. 

ცენტრალური ოფისის სარემონტო სამუშაოები. მის: ქ.თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N10

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიურიმომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ( სასურველია მინ. 5 პროექტი).
  • მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი.
  • სასურველია კომპანიის პრეზენტაცია წარდგენილი იყოს PPTი ფორმატით, რომლის გავლა მოხდება დეტალურად შერჩეულ კომპანიებთან პირისპირ შეხვედრაზე.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • ტექნიკური დავალების სანახვად გთხოვთ გაეცნოთ დანართ N1-ს. (საბოლოო ვერსიის გაზიარება მოხდება BOQ თან ერთად.)
  • კომპანიის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, განცხადების ატვირთვის საბოლოო ვადაა 2024 წლის 7 მარტი 17:00 საათი.
  • სარემონტო სამუშაოების დაწყების პერიოდი: 2024 წლის აპრილის თვის მე-2 ნახევარი.
  • პროექტის შესრულების ვადა: 4 თვე.
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, მოხდეს სამუშაოების ფაზირება.
  • დამკვეთს მიერ სამუშაოების დეტალური ჩამონათვალის ( BOQ) წარდგენა შერჩეულ კომპანიებთან მოხდება არაუგვიანეს 20 მარტისა.
  • შემდეგ ეტაპზე გადასულ კომპანიებს გაეგზავნებათ დამკვეთის მიერ მომზადებული სახელშეკრულებო შაბლონი.
  • დათქმული ვადის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. კომპანიის შერჩევა და გაცნობით ეტაპზე გადასვლა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • აუცილებელია თანდართული შეფასების ფორმის შევსება - დანართი 2.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“
  • სატენდერო კომიტეტის მიერ.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თავად შეცვალოს დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის
  • პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 7 მარტი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების სუპერვაიზერი :

თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: T.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების მენეჯერი:

ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში:

გიორგი ღარიბაშვილი
ელ. ფოსტა: g.gharibashvili@diplomat-global.com
ტელ: +995 577 20 03 42

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 მარტი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა