ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21203 - ტენდერი საფოსტო ყუთების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ოპტიმა აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საფოსტო ყუთების დამზადება&მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე ქ.თბილისში, გ.ჭყონდიდელის N34-ში 6,7,8,9,10 კორპუსებისთვის და ალიო მირცხულავას N9/11-ში მდებარე 5,6,7,8 კოპრუსებისთვის.

ნასყიდობის საგნის/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

ჭყონდიდელის 6,7,8,9,10  და მირცხულავას 5,6,7,8 კორპუსებისთვის უნდა დამზადდეს საფოსტო ყუთები და დამონტაჟდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, თუმცა არაუგვიანეს 30 აპრილისა,

საფოსტო ყუთების ზომები&დიზაინი:

  • დანართი 1-მირცხულავა - ზომები, დიზაინი სპეციფიკაციები
  • დანართი 2-ჭყონდიდელი - ზომები, დიზაინი სპეციფიკაციები
  • დანართი 3-რაოდენობების ცხრილი, მირცხულავა
  • დანართი 4-რაოდენობების ცხრილი, ჭყონდიდელი

ობიექტი
საფოსტო ყუთების რაოდენობა
მირცხულავა
1,006
ჭყონდიდელი
563
სულ
1,569


შენიშვნა:
წარმოდეგნილი შემოთავაზება ვიზუალის კუთხით უნდა იყოს ტენდერით მოთხოვნილი ვიზუალის იდენტური.

მოთხოვნები:

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები

კომპანიის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი ტენდერზე თანდართული ექსელის ფორმატის შესაბამისად;
  • ინფორმაცია შესრულების ვადების და გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საავანსო გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო პირობების შესახებ;
  • კომპანიის პორტფოლიო შესრულებული/განხორციელებული პროექტების შესახებ
  • შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული კომერციული პირობების შესაბამისად;

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024წლის, 7 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შესყიდვების წარმომადგენელი
მარიამ წვიმიტიძე
ელ.ფოსტა: mtsvimitidze@m2.ge
მობ: 577185050

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 მარტი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა