ჩაბარების ვადა:

10 მარტი 2024, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T21206 - ტენდერი რბილი ავეჯის შესყიდვასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ყაზბეგის 47” აცხადებს ტენდერს რბილი ავეჯის შესყიდვა/მონტაჟზე სკოლისთვის (#01/03-G/S-KAZB/FUR-2024)

მიწოდების ადგილი:  ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47  

ავეჯის ვიზუალური ნაწილი, რაოდენობა, ზომები და ფოტო მასალა იხილეთ დანართი N1-ში

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ტენდერში მონაწილეობის სურვილთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პრეტენდენტის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაციას და საკონტაქტო პირზე ინფორმაციას (სახელი/ გვარი, პოზიცია, ტელეფონის ნომერი);
  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით დამოწმებული);
  • ინფორმაცია მიწოდების ვადა/გრაფიკის შესახებ (დეტალური გრაფიკი თუ მოწოდება არის ეტაპობრივი);
  • ინფორმაცია მოწოდებული ავეჯის ინსტალაციის/აწყობის ვადების შესახებ;
  • მოსაწოდებელი პროდუქციის ფასების ცხრილი - შევსებული ფორმა (დანართი N2 );
  • 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (Reference letter) რომელიც ადასტურებს კომპანიის გამოცდილებას ანალოგიური მოცულობის ან უფრო მასშტაბურ შესყიდვაზე;
  • შემოთავაზებული / მოსაწოდებელი ავეჯის დეტალური აღწერა, რაოდენობა და ფოტომასალა (ჩვენი მხრიდან მოწოდებული დანართი N1-ის მსგავს ფორმატში);
  • ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ავეჯის მასალაზე (მყარსა და რბილ ნაწილზე) - შევსებული ფორმა (დანართი №3);
  • ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ავეჯის ხარისხის სერტიფიკატი;
  • ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ ქვეყანაშია წარმოებული ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ავეჯი / ან ავეჯის დასამზადებელი მასალა;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
     - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია შემოთავაზებული ავეჯის საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.

შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მოწოდების და ავეჯის ადგილზე გაწყობის საბოლოო ვადა უნდა იყოს არაუგვიანეს 2024 წლის 01 ივლისი!

შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისიგაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისარ არსებობის შესახებ;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა  იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი: რბილი ავეჯის შესყიდვა #01/03-G/S-KAZB/FUR-2024;

წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა N10, ვახტანგ ჭეიშვილის სახელზე.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 მარტი, 14:00 საათი.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:

ვახტანგ ჭეიშვილი
ელ.ფოსტა: vatocheishvili7@gmail.com
საკონტაქტო ნომერი: 597 46 55 55

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 39100000 ავეჯი