
23 იანვარი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2121 - ტენდერს ქვიშის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ქვიშის შესყიდვის შესახებ.
პროდუქციის ქიმიური და გრანულომეტრული მახასიათებლები გთხოვთ იხილოთ დანართში;
პროდუქციის წლიური მოხმარება - დაახლოებით 50 220 ტონა;
პროდუქციის სახე : გარეცხილი;
სატრანსპორტო საშუალება: სახმელეთო ან/და სარკინიგზო;
მიწოდების პირობები:
- სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში - პროდუქციის მიწოდება/ჩამოტვირთვა უნდა მოხდეს გამყიდველის სატრანსპორტო საშუალებით - ს.ს.“მინა“-ს ქვიშის დაცლის უბანზე;
- სარკინიგზო ტრანსპოტის შემთხვევაში - გამყიდველი უზრუნველყოფს პროდუქციის მიტანა - დატვირთვას უახლოეს სარკინიგზო სადგურამდე; სადგურიდან ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს მყიდველი;
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2017 წლის 23 იანვრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- პასუხისმგებელიპირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
- შემოთავაზება - განფასება სახმელეთო ტრანსპორტირების შემთხვევაში 1 ტონა პროდუქციის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე და სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების შემთხვევაში 1 ტონა პროდუქციის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე მოხდება კონკურსანტებთან სატელეფონო ან პირადი გასაუბრება;
- მეორე ეტაპზე კომისია გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას და გაუფორმებს ხელშეკრულებას 1 წლის ვადით;
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე sbedoshvili@mina.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 14200000 ქვიშა და თიხა