ჩაბარების ვადა:

12 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21213 - ტენდერი ქ.თბილისის სათაო ოფისის მესამე სართულის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს სათაო ოფისის მესამე სართულის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერის შესახებ განცხადების მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.

სს სილქ ბანკის ქ. თბილისი ზაარბრიუკენის მოედანი N 2 განთავსებული სათაო ოფისის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა:

  • შენობა-ნაგებობის მესამე სართული
  • შენობა-ნაგებობის საერთო სარემონტო ფართობი 498 კვ/მ
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში. სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში
  • შენობის ნახაზები და განლაგეგებები მოცემულია დანართი N3-ში
  • რენდერები - დანართი N 4
  • შენობის სიტუაციური ფოტომასალა მოცემულია დანართი N 5-ში
  • არსებული ორნამენტების ფოტომასალა დანართი N 6

ტენდერის პირობები

  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ, საშემოსავლო და ა.შ
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში და პროექტის ფარგლებში თანხების ჩარიცხვა მოხდება სილქ ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშსზე;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება

კომპანიის მიერ ტენდერში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დანართი N 1 შევსებული სააპლიკაციო ფორმა რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
  • დანართი N2 შევსებული ფასების ცხრილი
  • არანაკლებ 3 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი
  • მომსახურე ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2021 - 01/01/2024 პერიოდზე;
  • კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)

დამატებითი პირობები:

  • დანართი N2 - “ფასების ცხრილში“ უნდა მიეთითოს გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • ფასების ცხრილში მიღებული „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს.
  • ფასების ცხრილში კომპანიამ ცალკე უნდა დააფიქსიროს მოგებისა და ზედნადები ხარჯის პროცენტები.

შესრულებული სამუშაოს გარანტია:

საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და გამოყენებულ მასალებზე მოქმედებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს ბანკთან.

საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე შესაძლოა სახელშეკრულებო ღირებულებიდან დაკავებული იქნეს 1% დან 3%-მდე, რომლის საბოლოო გადახდა მოხდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ შემსრუებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან.

ტენდერის შეფასების კრიტერიუმები:

  • მთლიანი სატენდერო ფასი
  • კომპანიის ანალოგიური გამოცდილება
  • სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადა
  • გარანტიის ვადა

შემოთავაზებების მიღების წესი:

შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 12 მარტს 18:00 საათამდე

მისამართი: ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2

წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე მისათითებელი აუცილებელი მონაცემები

  • ტენდერის სახელწოდება
  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
  • ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 13 მარტს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888

ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
558750055

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება