
20 იანვარი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT2123 - ტენდერი ბჟუჟა ჰეს-ზე დაზიანებული საექსპლუატაციო გზის სარეაბილიტაციო პროექტის მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე, კერძოდ ბჟუჟა ჰეს-ზე დაზიანებული საექსპლუატაციო გზის სარეაბილიტაციო პროექტის მომზადებაზე #16/01-GIEC-S/P-17.
ტენდერის აღწერილობა:
ოზურგეთის რაიონის სოფ. გომში მდებარე ბჟუჟა ჰეს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია საექსპლუატაციო გზა.
გზის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად მოსამზადებელია პროექტი შემდეგი შემდეგი პუნქტებით:
- გალერეის გამორეცხილი უბნის გამაგრება;
- წარმოქმნილი ხევის შევსება მოზიდული გრუნტით;
- ფერდობიდან ჩამოდინებული წყლის გამყვანი ნაგებობის მოწყობა;
- წყალშემკრები კვანძი;
- ხელოვნური ნაყარით შექმნილ ფერდობზე მილების მეშვეობით წყლის გადატარების კვანძი;
- წყალსაცმი კვანძი.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დამატებითი მოთხოვნები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 ვასილ მაისურაძის სახელზე. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 20 იანვრის 14:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 577 62 62 40; საკონტაქტო პირი მალხაზ სამინავა, ან 599 21 19 09, საკონტაქტო პირი: თენგიზ გოგელია. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები