ჩაბარების ვადა:

13 მარტი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T21240 - ტენდერი ზაფხულის საბურავების შესყიდვა/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ზაფხულის საბურავების შესყიდვა/მონტაჟზე.

ზაფხულის საბურავების შესყიდვა/მონტაჟი ფასების ცხრილის (დანართი #1)  და მისამართების (დანართი  #2)  შესაბამისად; 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • მომწოდებელმა საბურავების მოწოდება უნდა უზრუნვლყოს საქართველოს მასშტაბით, დანართი #2-ით განსაზღვრულ ქალაქებში, თანმდევი მომსახურებით (არსებულის მოხსნა, ახლის დაყენება, ბალანსირება).
  • მოწოდებული საბურავი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების , საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე არ უნდა განიცადოს დეფორმაცია და უნდა ექვემდებარებოდეს ბალანსირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მომწოდებელმა საბურავ(ებ)ი უნდა შეიცვალოს იდენტური პარამეტრების მქონე ახალი საბურავ(ებ)ით;
  • შემოთავაზებულ საბურავებზე მითითებული უნდა იყოს სეზონის შესაბამისი მარკირება;
  • შემოთავაზებული საბურავები უნდა იყოს არანაკლებ 2023 წლის გამოშვება, რასაც უნდა ადასტურებდეს საბურავზე მარკირება;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 13 მარტი, 17:00 საათი;

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადaგზავნილი უნდა იყოს სატენდერო კომიტეტის მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge

ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის