ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T21321 - ტენდერი რიცეულაჰესის საჭიროებისთვის დეტალური ჰიდროლოგიური კვლევის შესყიდვაზე (#11/03-GIEC-HydraulicRes-24)

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს რიცეულაჰესის საჭიროებისთვის დეტალური ჰიდროლოგიური კვლევის შესყიდვაზე (იხილეთ ტექნიკური დავალება - დანართი N1). 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; (აღნიშნულ დოკუმენტს გთხოვთ დაუსვით კომპანიის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაცია)
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • კომპანიის ანალოგიური საქმიანობის გამოცდილების დადასტურება მსგავსი მომსახურების შესრულებაზე (არანაკლებ 1 წელი).

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

აუცილებელი პირობები:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში შემსრულებელი ვალდებულია რომ წარმოადგინოს პირველადი ანგარიში განსახილველად, ხოლო კომპანიის შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოო ანგარიში წარმოდგენილ უნდა იქნას ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარულ დღეში;
  • ტექნიკურ დავალებაში მითითებულ საკითხებზე დეტალური კვლევა უნდა იქნას შესრულებული;
  • ტექნიკურ დავალებაში მითითებული საკითხების დაზუსტება სრულდება სააგენტოს მოთხოვნით, შესაბამისად მათთაან შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს. შესაძლებელია დამატებითი კითხვებიც ჰქონდეს სააგენტოს, რაზეც შესმრულებელმა კომპანიამ დამატებით უნდა გასცეს პასუხი;
  • დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით;
  • სავალდებულო მოთხოვნაა რომ აღნიშნული მომსახურების შესრულება უნდა მოხდეს ჰიდროლოგის მიერ, რის დასტურადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი ლიცენზია/სერტიფიკატი;
  • დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ტექნიკური დავალება, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N1).

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N2. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ჰიდროლოგიური კვლევა“ და ნომერი - #11/03-GIEC-HydraulicRes-24. პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 25 მარტი, 17:00 სთ;

შეთავაზების ვალუტა: ლარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74
ggiorgobiani@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები