ჩაბარების ვადა:

20 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T21340 - ტენდერი გარე გაგრილების სისტემის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ამბოლი“ აცხადებს ტენდერს ამბოლის ფილიალების გარე გაგრილების სისტემის (ე.წ ნისლით გაგრილება) მოწყობის მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება - 12 მარტი 2024 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 20 მარტი 2024 წელი

საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.

საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთჯერადი ჩარჩო ხელშეკრულება.

  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 01 აპრილი 2024 წელი
  • ხელშეკრულების გაფორმება - 10 აპრილი 2024 წელი
  • სრული სატენდერო მომსახურების მიღების ვადა - 10 მაისი 2024 წელი

შპს „ამბოლი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. 

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „ამბოლისთვის“

შპს „ამბოლი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი  მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები იტოვებენ უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება. 

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.

შემოთავაზება:

  • წარმოდგენილ შემოთავაზებაში სრულად უნდა იყოს გაწერილი საჭირო ინვენტარის ჩამონათვალი და მონტაჟის ღირებულება, დანართი 1.
  • შემოთავაზება გამოგზავნილი უნდა იყოს როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატში.

კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მომსახურების ფასი;
  • გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
  • მომსახურების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

ტენდერში მონაწილეობის აუცილებელი პირობა:

  • გამოცდილება აღნიშნულ მომსახურების მინიმუმ 2 წელი
  • რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
  • პრეტენდენტი ვალდებულია წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო; (კონკრეტული ფილიალი: თბილისი მტკვრის მარცხენა სანაპირო ქსნის ქუჩის მიმდებარედ - სანაპიროს ფილიალი)
  • საგარანტიო ვადა და მომსახურების პირობები.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით.
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

შპს „ამბოლი“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

პასუხისმგებლობა:

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება ერთჯერადი ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში ფიქსირებული მომსახურების ტარიფები.“

კონფიდენციალობა:

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია შპს „ამბოლი“-ს  მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ტენდერის თანდართული დოკუმენტაცია:

  • სატენდერო დოკუმენტაცია;
  • დანართი 1 - სატენდერო წინადადება;
  • დანართი 2 - ფილიალების ჩამონათვალი.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია საკონტაქტო მონაცემებზე:

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 მარტი, 2024 წელი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო ღავილაშვილი
591921688

ლაშა მჭედლიშვილი
574027872

ელ.ფოსტა: procurement@amboli.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 მარტი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა