ჩაბარების ვადა:

24 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21384 - ტენდერი საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. განახლდა დოკუმენტი: კანცელარია ნიმუშები.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აკად. . ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ტენდერს საკანცელარიო ნივთების შესყიდვასთან დაკავშირებით.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ):

  • კომპანიის მიმოხილვა.
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი, ტექნიკური დოკუმენტაცია.
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე.
  • საგარანტიო ვადა.
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
  • უკანასკნელი 1 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციისსაკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს შესასყიდი პროდუქციის მიწოდება. (იხილეთ დანართი N 1).
  • საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. განიხილება საქონლის მიწოდება გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ყოველთვიურად (ჯამში 12 თვე), მოთხოვნის შესაბამისად.
  • დამკვეთს უფლება აქვს ეტაპობრივად გააკეთოს მოთხოვნა საორიენტაციო რაოდენობის გარკვეული ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებით. პროდუქციის ეტაპობრივი მიწოდების შემთხვევაში, დამკვეთი მხარის წარმომადგენელი, ყოველ ჯერზე შემსრულებლის ელ-ფოსტაზე აფიქსირებს ინდივიდუალურ შეკვეთას, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია პროდუქცია მიაწოდოს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში.
  • დამკვეთის მიერ მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღეში.

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება მიმწოდებლის ხარჯებით უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას 66/ ნ. ბოხუას 12.
  • ფასთა მოკვლევა არ ითვალისწინებს ვაჭრობის რამდენიმე ეტაპს, შესაბამისად, უნდა მიუთითოთ საქონლის საბოლოო ღირებულება.
  • პრეტენდენტი ვალდებულია კლინიკის წარმომადგენელს (ტელ:599464130) წარუდგინოს ნიმუშები (1 ეგემპლარი) თითოეულ პოზიციაზე. გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება კლინიკის საწყობში და დაედარება მოწოდებულ პროდუქციასთან.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
  • კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
  • შემოთავაზებული ფასი რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა პროდუქცია დამკვეთს მიეწოდება ეტაპობრივად თუ ერთიანად.
  • დანართში მოცემული მონაცემები არის საორიენტაციო, შემსყიდველი უფლებას იტოვებს არ აითვისოს სრულად განსაზღვრული ოდენობები.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული, შემოთავაზებული ფასების შესაბამისად.

მახასიათებლების (ზომა, წონა და ა.შ.) ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის წინასწარ იყო ასახული განფასებაში.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 24 მარტი 18:00 საათი.

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოსმითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge

პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებას თან დაურთოს საქონელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ არსებულიდოკუმენტები.

საკონტაქტო პირი:

ნიკა წიქრიძე
ტელ: 599464130

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები