ჩაბარების ვადა:

22 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21386 - ტენდერი ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 191დ (ს/კ: 01.17.14.009.002) სასაწყობე შენობის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "დელტა-ვებე" აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 191დ (ს/კ: 01.17.14.009.002) სასაწყობე შენობის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

მოთხოვნა:

ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 191დ (ს/კ: 01.17.14.009.002) სასაწყობე შენობის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.

სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო გადაწყვეტები და ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს სასაწყობე შენობის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ტექნიკური დავალება წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა გასაწევი მომსახურებისა და შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: არაუმეტეს 2 (ორი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად სულ მცირე 30,000 ლარის ღირებულების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია,სამოქალაქო, სამრეწველო ან სამეურნეო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის. 

აღნიშნული დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს:
დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რაც დაადასტურებს პრეტენდენტის გამოცდილების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის განსაზღვრულ პირობებთან.

სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით.

წინამდებარე ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 

საავანსო ანგარიშსწორება (100%) შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული, შემსყიდველთან შეთანხმებული შინაარსის, უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

საავანსო თანხის დაქვითვა განხორციელდება შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებისას.

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, ფაქტიურად გაწეული საპროექტო მომსახურების ღირებულების შესაბამისად.

საპროექტო მომსახურებაზე ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენის საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე და/ან მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულებას და მხარეები ვერ შეთანხმდებიან ამ ვადის გაგრძელებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დააბრუნოს წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხიდან შეუსრულებელი ვალდებულების პროპორციული ღირებულების შესაბამისი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ ორგანოს (გარანტს), ავანსის სახით გადარიცხული თანხის ფარგლებში მიმწოდებლის მხრიდან შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების პროპორციულად გათვალისწინებული თანხის დაბრუნებაზე. 

დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: jkordzaia@deltainternational.ge და smkheidze@deltainternational.ge არაუგვიანეს 2024 წლის 22 მარტისა 18:00 სთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ჯანსუღ კორძაია
მობ: 577 99 98 98
მეილი: jkordzaia@deltainternational.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები