ჩაბარების ვადა:

5 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21412 - ტენდერი სარწყავ არხზე წყალამღები ნაგებობის, სატუმბი სადგურის და წყლის მიმწოდებელი ხაზის მოწყობისთვის შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 5 აპრილი.

ტენდერის აღწერილობა:

აიპ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ს/კ 201950898 აცხადებს ტენდერს სარწყავ არხზე წყალამღები ნაგებობის, სატუმბი სადგურის და წყლის მიმწოდებელი ხაზის მოწყობისთვის შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

შესასრულებელი სამუშაოების აღწერა/ტექნიკური დავალება და მოთხოვნები:

წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფ. დიმის ტერიტორიაზე დიმ-როკითის სარწყავ არხზე წყალამღები რეზერვუარის და სატუმბი სადგურის მოწყობას.  სატუმბი სადგურიდან მილსადენის მაგისტრალური ხაზით წყლის სამარაგო რეზერვუარამდე მიწოდებას საქართველოში არსებული ნორმატივების შესაბამისად;

  • წყალამღები რეზერვუარის, სატუმბი სადგურის და მილსადენის მოსაწყობად გასათვალისწინებელია:
  • სარწყავ არხზე წყალამღების მოწყობა ჩამკეტი ფარებით ПС 60-60 და წყლის გამფილტრავი კონსტრუქციით;
  • მიმღები რეზერვუარის მოწყობა გრუნტის ქვეშ, მინიმუმ 18 მ3 მოცულობით;
  • მიწისზედა სატუმბი სადგურის მოწყობა რეზერვუარის ზემოდან (დროებითი ნაგებობა) ზომებით 2.4 m X 2m .
  • 750 მეტრის სიგრძის მილსადენის მაგისტრალური ხაზის მოწყობა PE100, SDR17, PN10, D90 მმ მილის გრუნტში ჩადებით.

შესასრულებელი პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია და ტექნიკური პირობები მოცემულია:

  • დანართი #1 - სარწყავი სისტემის ქსელისთვის წყლის მიწოდების პროექტი
  • დანართი #2 - პროექტის კონსტრუქციული ნაწილი
  • დანართი #3 - სარწყავი სისტემის ქსელის ელექტროობის პროექტი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.
  • პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება დახურულ კონვერტში ან გამოაგზავნოს ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე administration@elkana.org.ge
  • სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ბოლო ვადა 2024 წლის 5 აპრილის 18:00 სთ

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების შესახებ შეუძლიათ მიიღონ:
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, თბილისი, გაზაფხულის ქ.#61;

საკონტაქტო პირი:
მედეა გაბუნია
ტელ:253 64 89; 599 551068
ელ.ფოსტა: administration@elkana.org.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები