
31 იანვარი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2145 - ტენდერი პროდუქციის ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „გლობალ ტრანსი“ აცხადებს ტენდერს მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ პროდუქციის ტრანსპორტირებაზე #23/01-GT-S/TR-17.
მომსახურების აღწერილობა:
- შპს გლობალ ტრანსის ბაზალტის კარიერიდან (თეთრიწყაროს რაიონის სოფ. დურნუკი) ბაზალტის ღორღის (ფრაქცია 10-25 მმ) ტრანსპორტირება (ორი მიმართულებით).
- საორიენტაციო ჯამური რაოდენობებით 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით:
- დურნუკი - კასპი: 35,000 – 37,000 ტონა;
- დურნუკი - რუსთავი: 10,000 – 12,000 ტონა.
ტვირთის დატვირთვა მოხდება დამკვეთის მიერ.
შენიშვნა: ხელშეკრულება გაფორმდება 2017 წლის თებერვლიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით. გადახდა მოხდება კონკრეტული გადაზიდვის შესრულებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდგომ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
შპს „გლობალ ტრანსი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული;
- ინფორმაცია ავტო პარკისა და ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული გადაზიდვისთვის ერთდროულად რა რაოდენობის მანქანის გამოყოფას შეძლებს კომპანია, მანქანების ტონაჟის მითითებით;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილები.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადების წარდგენის წესი:
- საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია და შევსებული დანართი № 1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 31 იანვრის 17:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 70 27 65, საკონტაქტო პირი: დავით ბეჟაშვილი.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე;
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები